კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი

კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი (გერმ. Karl August von Hardenberg) (დ. 31 მაისი, 1750, ესენროდე ― გ. 26 ნოემბერი, 1822, გენუა) — თავადი, პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე. 1804–1806 დამდეგამდე და 1807 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1810–1822 სახელმწიფო კანცლერი. 1811 ჰარდენბერგის მთავრობამ გააუქმა ამქარი, შემოიღო თავისუფალი სამრეწველო საქმიანობა. გლეხებს მისცა ფეოდალური ვალდებულებათა გამოსყიდვის უფლება; 1812 დეკრეტით დამტკიცდა ებრაელთა თანასწორუფლებიანობა. ვენის კონგრესისა (1814–1815) და საღვთო კავშირის დაარსების შემდეგ ჰარდენბერგის მთავრობა პრუსიის იუნკრობის კონსერვატიულ წრეებთან და საერთაშორისო მონარქიულ რეაქციასთან თანამშრომლობის პოლიტიკას ატარებდა.

ჰარდენბერგი, კარლ ავგუსტ ფონ

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება