გდანსკი

(გადამისამართდა გვერდიდან დანციგი)

გდანსკი (პოლ. Gdańsk; გერმ. Danzig; კაშუბ. Gduńsk; ლათ. Gedania, Dantiscum) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, ვისლის დელტაში, გდანსკის უბის ნაპირზე. გდინიასა და სოპოტთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, ე. წ. ტრუიმიასტოს (სამქალაქეთი). პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
გდანსკი
Gdańsk
დროშა გერბი


Nec temere, nec timide
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
შიდა დაყოფა ანიოლკი, ბრეტოვო, Brzeźno, Chełm, Jasień, Kokoszki, Krakowiec-Górki Zachodnie, Letnica, Matarnia, Młyniska, Nowy Port, Oliwa, Olszynka, Orunia-Św. Wojciech-Lipce, Osowa, Piecki-Migowo, Przeróbka, Przymorze Małe, Przymorze Wielkie, Rudniki, Siedlce, Stogi, Strzyża, Suchanino, Śródmieście, Ujeścisko-Łostowice, VII Dwór, Wrzeszcz Dolny, Wrzeszcz Górny, Wzgórze Mickiewicza, Zaspa-Młyniec, Zaspa-Rozstaje, ჟაბიანკა, Wyspa Sobieszewska და Orunia Górna-Gdańsk Południe
კოორდინატები 54°22′00″ ჩ. გ. 18°38′00″ ა. გ. / 54.36667° ჩ. გ. 18.63333° ა. გ. / 54.36667; 18.63333
ქალაქის მერი ალექსანდრა დულკიევიჩი
დაარსდა X საუკუნე
პირველი ხსენება 997
ამჟამინდელი სტატუსი 1263
ფართობი 262 კმ²
ცენტრის სიმაღლე 11 მეტრი
მოსახლეობა 461,489 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1,746.7 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,080,700
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 58
საფოსტო ინდექსი 80-008 — 80-958
საავტომობილო კოდი GD
ოფიციალური საიტი gdansk.pl
გდანსკი — პოლონეთი
გდანსკი
პოლონეთის სამეფო 997–1227

პომერელიას საჰერცოგო 1227–1294
პოლონეთის სამეფო 1294–1308
ტევტონთა ორდენის სახელმწიფო 1308–1466
პოლონეთის სამეფოს გვირგვინი 1466–1569
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1569–1793
პრუსია 1793–1807
დანციგის რესპუბლიკა 1807–1814
პრუსია 1814–1871
გერმანიის იმპერია 1871–1918
ვაიმარის რესპუბლიკა 1918–1920
თავისუფალი ქალაქი დანციგი 1920–1939
მესამე რაიხი 1939–1945
პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა 1945–1989

პოლონეთის დროშა პოლონეთი 1989–დღემდე

ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. გააქვთ ქვანახშირი, გოგირდი, ხე-ტყე და სხვ., შეაქვთ მადანი, ფოსფატები და სხვ. მრეწველობაში წამყვანია მანქანათმშენებლობა, განსაკუთრებით გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკა; რადიოელექტრონული, ქიმიური (სასუქები, ლაქები, საღებავები), კვების, საფეიქრო მრეწველობა. გდანსკი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. არის უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური, პედაგოგიური, სამედიცინო, საზღვაო ინსტიტუტები, სამეცნიერო დაწესებულებები და საზოგადოებები, ოპერის და დრამატული თეატრები.

წერილობით წყაროებში გდანსკი პირველად 997 იხსენიება. X—XIII საუკუნეებში აღმოსავლეთ პომორთა სამთავროს ცენტრი იყო. 1308 წელს ტევტონთა ორდენმა დაიპყრო. 1454 წელს მოქალაქეთა აჯანყების შედეგად ორდენს ჩამოშორდა და 1466 წელს ტორუნის ზავით პოლონეთს შეუერთდა. XV–XVII საუკუნეებში პოლონეთის საგარეო ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. 1793 პრუსიელებმა მიიტაცეს და 1918 წლამდე გერმანიას ეკუთვნოდა (გერმანელებმა გდანსკს დანციგი უწოდეს). ვერსალის საზავო ხელშეკრულებით 1919 წელს „თავისუფალი ქალაქი დანციგი“ გახდა და ერთა ლიგას დაექვემდებარა. 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. 1945 წლის 30 მარტს საბჭოთა არმიამ დაიკავა.

გდანსკის არქიტექტურული ძეგლებია: XIV–XV საუკუნეების აგურით ნაგებ კოშკებიან სიმაგრეთა ნანგრევები; გოტიკური შენობები — მთავარი რატუშა (1486–1492, გადაკეთებულია XVI საუკუნეში), ღვთისმშობლის (1343–1502), | სამებისა (1420–1514) და სხვა კოსტიოლები; „არტუსის ეზო“ (XIV საუკუნე, გადაკეთებულია 1476–1481 წლებში, რენესანსის სტილი ფასადი, 1616–1617); „პოლონეთის მეფეთა ეზო“ (1563–1568), „ოქროს სახლი“ (1609–1617); მაცხოვრისა (1695–1697), იეზუიტებისა (1676–1677 და 1747–1755) და სხვა ბაროკოს სტილის კოსტიოლები, საცხოვებელი სახლები. 1946 წლიდან აღდგენილია მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული მთავარი ძეგლები.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

გდანსკი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 Partner Cities Polish, English. City of Gdańsk (27 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-24. ციტირების თარიღი: 2015-01-04.
  2. Frohmader, Andrea. Bremen – Referat 32 Städtepartnerschaften / Internationale Beziehungen German. Das Rathaus Bremen Senatskanzlei [Bremen City Hall – Senate Chancellery]. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  3. Sister Cities International (SCI). Sister-cities.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-13. ციტირების თარიღი: 2013-04-21.
  4. Villes jumelées avec la Ville de Nice French. Ville de Nice. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2012. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
  5. Saint Petersburg in figures – International and Interregional Ties. Saint Petersburg City Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-24. ციტირების თარიღი: 2008-03-23.