ვატერლოოს ბრძოლა
ვატერლოოს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ასი დღე ნაწილი | |||
ვატერლოოს ბრძოლა, ვილიამ სედლერი | |||
თარიღი | 18 ივნისი 1815 | ||
მდებარეობა | ვატერლოო | ||
შედეგი | კოალიციის გადამწყვეტი გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ვატერლოოს ბრძოლა ვიკისაწყობში |
ვატერლოოს ბრძოლა — ბრძოლა ქალაქ ვატერლოოსთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) ბელგიაში 1815 წლის 18 ივნისს. ვატერლოო იყო ნაპოლეონ ბონაპარტის ბოლო ბრძოლა. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც „ასი დღე“, რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლასა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას საფრანგეთში.
ლინის ბრძოლა
რედაქტირებანაპოლეონი 120 ათასიანი არმიით შევიდა ბელგიაში იმ ვარაუდით, რომ ნაწილ-ნაწილ გაენადგურებინა იქ მყოფი ინგლისისა და ჰოლანდიის არმიები და ქვემო რაინის პრუსიის არმია. 16 ივნისს ლინისთან ნაპოლეონმა დაამარცხა პრუსიის არმია და მარშალ ე. გრუშის კორპუსს (33 ათასი კაცი) უბრძანა უკან დადევნებოდა მას. გრუში გაუბედავად მოქმედებდა, ხოლო 18 ივნისს არ მივიდა ვატერლოოსთან ნაპოლეონის დასახმარებლად.
ვატერლოოს ბრძოლა
რედაქტირებაბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალი ბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი მთავარი ძალებით (72 ათასი კაცი) ბრიტანალების (68 ათასი კაცი) პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.
მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან დაახლოებილი ადამიანი მიშელ ნეი არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა „სიპაების გენერალს“ (უელინგტონს). ნაპოლეონის დავალებით, მარშალი ემანუელ დე გრუში გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.
თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ მან ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან. ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდენიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც.
ბრძოლის მიმდინარეობისას აღმოსავლეთიდან გორაკზე გამოჩნდა პრუსიელების ჯარი. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ.
ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, საიმპერატორო გვარდია (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამარცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ.
როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 322.
- Adkin, Mark (2001), The Waterloo Companion, Aurum, ISBN 1-85410-764-X
- Barbero, Alessandro (2005), The Battle: A New History of Waterloo, Atlantic Books, ISBN 1-84354-310-9
- Beamish, N. Ludlow (1995), History of the King's German Legion, Dallington: Naval and Military Press, ISBN 0-9522011-0-0
- Boller, Jr., Paul F.; George, John (1989), They Never Said It: A Book of Fake Quotes, Misquotes, and Misleading Attributions, New York: Oxford University Press, ISBN 0-19-505541-1
- Bonaparte, Napoleon (1869), „No. 22060“, Polon, Henri; Dumaine, J., Correspondance de Napoléon Ier; publiée par ordre de l'empereur Napoléon III (1858), 28, pp. 292, 293, http://www.archive.org/stream/correspondancede28napouoft#page/292/mode/1up.
- Anonymous. Napoleon's Guard at Waterloo 1815
- Bijl, Marco, 8th Dutch Militia დაარქივებული 2016-01-14 საიტზე Wayback Machine. a history of the 8th Dutch Militia battalion and the Bylandt Brigade, of which it was a part, in the 1815 campaign (using original sources from the Dutch and Belgian national archives)
- Lichfield, John. Waterloo's significance to the French and British დაარქივებული 2005-01-21 საიტზე Wayback Machine. – including proportions of soldiers by nation The Independent, 17 November 2004
- Staff, Battle of Waterloo დაარქივებული 2008-12-16 საიტზე Wayback Machine. a British regimental account on the The Rifles web site
- Staff, Empire and Sea Power: The Battle of Waterloo დაარქივებული 2013-11-15 საიტზე Wayback Machine. BBC History, 9 June 2006
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Booknotes interview with Andrew Roberts on Napoleon & Wellington: The Battle of Waterloo and the Great Commanders Who Fought It, January 12, 2003. დაარქივებული November 16, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Hofschröer, pp. 72–73
- ↑ Chesney 1907, p. 4.
- ↑ Barbero 2005, p. 420.
- ↑ 4.0 4.1 Barbero 2005, p. 419.