ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი

1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი, გერმანიის ისტორიაში აგრეთვე ცნობილია სახელებით გერმანიის ომი, გაერთიანების ომი და შვიდკვირიანი ომი, იტალიაში ცნობილია, როგორც მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისთვის — პრუსიისა და იტალიის სამხედრო კონფლიქტი ავსტრიულ მონარქიასთან გერმანიაში ჰეგემონიისა და ვენეციის ოლქის კონტროლისათვის. ამ ომმა განსაზღვრა გერმანიის გაერთიანების მცირეგერმანული გზა და დაასრულა ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის.

"სადოვის ბრძოლა", გეორგ ბლაიბტროი, ზეთის ტილო, 1869.

ომში თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა ორი კოალიცია, რომლებსაც ხელმძღვანელობდა გერმანიის ორი დიდი სახელმწიფო — ავსტრია და პრუსია შესაბამისად. ავსტრიის მხარეს გამოდიოდნენ ბავარია, საქსონია, ბადენის დიდი საჰერცოგო, ვიურტემბერგი და ჰანოვერი, ხოლო პრუსიის მხარეს — იტალია. გარდა ამისა, თითოეულმა მოწინააღმდეგემ შეძლო თავის მხარეს რამდენიმე ნაკლებადმნიშვნელოვანი გერმანული სახელმწიფოს გადაბირება. ამ ომში უშუალოდ მონაწილეობდა სულ 29 სახელმწიფო, მათგან 13 ავსტრიის მხარეს, ხოლო 16 — პრუსიის მხარეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება