სადოვის ბრძოლა — გადამწყვეტი ბრძოლა ავსტრია-საქსონიის ჩრდილოეთ არმიასა (სარდალი ლიუდვიგ ბენედეკი) და პრუსიის ჯარებს (სარდალი ვილჰელმ I) შორის. გაიმართა 1866 წლის 3 ივლისს ჩეხეთის ქალაქ სადოვის რაიონში ავსტრია-პრუსიის ომის დროს.

სადოვის ბრძოლის ლითოგრაფია, 1866.

ავსტრიის არმიას, რომელიც სადოვასთან იცავდა თავს, პრუსიელებმა დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს. 3 ივლისს, დილით, პრინც ფრიდრიხ კარლის პრუსიის პირველმა არმიამ ავსტრიელთა ცენტრს შეუტია, შუადღისას პრუსიის მეორე არმიამ ჩრდილოეთიდან ავსტრიელთა ფლანგსა და ზურგს დაარტყა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა.

ამ დამარცხებამ ავსტრიელები აიძულა დაედოთ პრაღის ზავი. სადოვასთან გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პრუსიელთა სტრატეგიის უპირატესობამ.

ლიტერატურა რედაქტირება