სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრაღის ზავი.

პრაღის ზავი — საზავო ხელშეკრულება ავსტრიასა და პრუსიას შორის, რომელმაც დაასრულა ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი. ხელი მოაწერეს 1866 წლის 23 აგვისტოს პრუსიის ჯარების მიერ ოკუპირებულ პრაღაში. პრაღის ზავმმა დაადასტურა 1866 წლის 26 ივლისის ნიკოლსბურგის ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

პრაღის ზავის თანახმად ავსტრიამ აღიარა გერმანული კავშირის დაშლა, პირობა დადო, რომ ცნობდა მდინარე მაინის ჩრდილოეთით გერმანულ სახელმწიფოთა ახალ კავშირს პრუსიის მეთაურობით, აგრეთვე პრუსიის მომავალ ანექსიებს გერმანიის ჩრდილოეთში. პრუსიის სასარგებლოდ ავსტრია უარს ამბობდა ყველა უფლებაზე შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიმართ და ცნობდა იტალიისათვის ვენეციის ოლქის გადაცემას. ავსტრიასვე დაეკისრა კონტრიბუციის გადახდა 20 მლნ. პრუსიული ტალერის ოდენობით. გერმანულ ისტორიოგრაფიაში პრაღის ზავი ბისმარკის დიპლომატიის შედევრად მიიჩნევა.

ლიტერატურა

რედაქტირება