მაულბრონის მონასტერი

მაულბრონის მონასტერი (გერმ. Kloster Maulbronn) — საუკეთესოდ შემონახული, შუა საუკუნეების ცისტერციანული სამონასტრო კომპლექსი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ მაულბრონში.

მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°00′04″ ჩ. გ. 8°48′46″ ა. გ. / 49.00111° ჩ. გ. 8.81278° ა. გ. / 49.00111; 8.81278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 547
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 547
ინგლ.რუს.ფრ.

მონასტერი დაარსდა 1147 წელს, რომის პაპ ევგენი III-ის დეკრეტის საფუძველზე. მთავარი ტაძარი, რომელიც რომანულიდან გოთიკურში გარდამავალ სტილშია ნაგები, 1178 წელს აშენდა. კომპლექსს სხვა ნაგებობებო XIII საუკუნეში მიემატა. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის შენობები, ასევე თავდაცვითი ნაგებობა და შადრევანი XIV საუკუნეს მიეკუთვნება.

რეფორმაციის შემდეგ, 1504 წელს, მონასტერი ვიურტემბერგის ჰერცოგმა ულრიხმა დაიპყრო და და სანადირო ნაგებობად გადააკეთა. ამის შემდეგ, კომპლექსი მალევე გაიძარცვა.

1630 წელს, შეიარღებული არმიის დახმარებით, ცისტერციანელებმა მონასტერი დაიბრუნეს.

1993 წელს, იუნესკომ მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, 2013 წლისთვის კი, სამახსოვრო, 2 ევროიან გერმანულ მონეტაზე იგეგმება მისი გამოსახვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება