ვალერიან ხაბურძანია

ვალერიან ხაბურძანია (დ. 5 ივლისი, 1964) — ქართველი პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (2001-2004), გენერალ-ლეიტენანტი.

ვალერიან ხაბურძანია
საქართველო
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 2001 – 17 თებერვალი, 2004
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედივახტანგ ქუთათელაძე
მემკვიდრეზურაბ ადეიშვილი

დაბადებული5 ივლისი 1964
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაადვოკატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ქუთაისის 31-ე საშუალო სკოლა. 1981-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1985-1987 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანის სსრ-ში. 1992 წელს დაამთავრა თსუ-ს ასპირანტურა. იმავე წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსი). 1997-2001 წლებში კი — ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2001 წლის 6 ივლისიდან 21 ნოემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2001 წლის 21 ნოემბრიდან - 2004 17 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ( ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) . ეს თანამდებობა ეჭირა მას ვარდების რევოლუციის (პრეზიდენტის აბდიკაციის) გარდამავალ პერიოდშიც.

2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე.

2005 წლიდან ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, შპს „გლობალ სექიურითი“ -ს დამფუძნებელი.

2011 წლიდან სსკ „სისტემა“, „რეგიონი“ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში (რუსეთი).

2015 წლიდან — დღემდე „ვექტორფარმი“ (რუსეთი-შვეიცარია) გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება