ტყვიავი
სოფელი გორის მუნიციპალიტეტში
ტყვიავი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მარანა, ფლავი, ფლავისმანი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს. გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 770 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. 1921 წლისთვის ტყვიავი იყო გორის მაზრაში არსებული რაიონის ცენტრი, რომელშიც რამდენიმე თემი ერთიანდებოდა.
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
ტყვიავი ქართ. ტყვიავი | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | |||
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ტყვიავი | |||
კოორდინატები | 42°09′28″ ჩ. გ. 44°03′59″ ა. გ. / 42.15778° ჩ. გ. 44.06639° ა. გ. | |||
ცენტრის სიმაღლე | 770 მ | |||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | |||
მოსახლეობა | 2413[1] კაცი (2014) | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,6 %) | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2413 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2845 | 1410 | 1435 |
2014[1] | 2413 | 1199 | 1214 |
ცნობილი პიროვნებებირედაქტირება
ტყვიავში დაიბადნენ:
- ნიკო კეცხოველი — ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე;
- ქართლოს მარადაშვილი — მსახიობი;
- ზურაბ ჩიხლაძე — ინჟინერი;
- მარიამ ჩიხლაძე — სოფლის მეურნეობის მუშაკი, სოციალისტური შრომის გმირი.
წარმოშობით ტყვიავიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2004–2006) ირაკლი ოქრუაშვილი.[3]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 87.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ტყვიავში არჩევნები ბადრი ბასიშვილმა ოქრუაშვილს მოუგო. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2020-11-03). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.