ზურაბ ჩიხლაძე
ზურაბ ჩიხლაძე (დ. 15 მაისი, 1950, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.
ზურაბ ჩიხლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1950 ტყვიავი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერი |
ორგანიზაცია | „საქმთავარწყალმშენი“, „მტკვარწყალმშენი“, „ქართლწყალმშენი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალ-სამეურნეო ობიექტების სამშენებლო გაერთიანება „საქმთავარწყალმშენის“ სამშენებლო სამმართველოში, მთავარ ინჟინრად და №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად — სამშენებლო ტრესტ „მტკვარწყალმშენში“; სამშენებლო სამმართველო „ქართლწყალმშენის“ უფროსია; მონაწილეობდა თეზი-ოკამისა და ხაშურის სარწყავი სისტემების, მადოხარის წვერის მექანიკური მორწყვის სისტემისა და სხვა ობიექტების მშენებლობებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 643, თბ., 2017.