ტყვიავის წმინდა გიორგის ეკლესია
ტყვიავის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5,83 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა. სახურავი ორფერდაა, ღარიანი კრამიტის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.