ზაქარია კეცხოველი
ზაქარია კეცხოველი (დ. 10 ივლისი, 1902, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივლისი, 1970) — თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1952-1953).
მიღებული ჰქონდა აგრონომიული განათლება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, ამავე დროს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ხილ-კენკრის მეურნეობის ინსტიტუტში. 1944 წლიდან იყო საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და კვების მრეწველობის სახალხო კომისარი. 1946-1947 წლებში საქართველოს სსრ გემო-კვების მრეწველობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1947 წლიდან — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ — თავმჯდომარე. 1953 წლიდან საქართველოს სსრ სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი. 1957 წლიდან ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.