ქართლოს მარადაშვილი
ქართლოს მარადაშვილი (დ. 11 აგვისტო, 1942, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მსახიობი.
ქართლოს მარადაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1942 ტყვიავი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | „ქართულ ფილმთან“ არსებული კინოსამსახიობო ფაკულტეტი |
საქმიანობა | კინომსახიობი |
აქტიური | 1970– |
ორგანიზაცია | საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი |
ჯილდოები | |
კინოსტუდია | „ქართული ფილმი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა ტყვიავის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ 1 წელი ისწავლა, შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ 1969 წლამდე იყო გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, შემდეგ — რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრისა. 1970–1973 წლებში სწავლობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კინოსამსახიობო ფაკულტეტზე. იმავე წლიდან ითვლება „ქართულ ფილმის“ უმაღლესი კატეგორიის კინომსახიობად. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ღირსების ორდენის კავალერი (2002).[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
1970 | ფ | წყალდიდობა | |
1970 | ფ | დიდოსტატის მარჯვენა | ფხოველი |
1971 | ფ | დაისი | მალხაზი |
1972 | ფ | ჩარი რამა | კოსტა |
1973 | ფ | ლევან ხიდაშელი | |
1974 | ფ | ღამის ვიზიტი | ოპერ მუშაკი |
1975 | ფ | გაქცევა გათენებისას | პატიმარი |
1975 | ფ | პირველი მერცხალი | ბერძენი |
1977 | ფ | პეპელა | |
1977 | ფ | უმცროსი და | უფროსი ლეიტენანტი |
1979 | ფ | Дюма на Кавказе (ქართ. დიუმა კავკასიაში) | |
1979 | ფ | კაცია ადამიანი?! | |
1981 | ფ | დები წყვდიადში | პეპე |
1982 | ფ | სიბრძნის კარავი | უფროსი ძმა |
1983 | ფ | წიგნი ფიცისა | მეფე დავითი |
1984 | ფ | უკვდავების თეთრი ვარდი | თავადი |
1985 | ფ | ვინ არის მეოთხე? | ოთარი |
1985 | ფ | მევლუდი | თავადი — ლევან მიქელაძე |
1987 | ფ | ბრავო, ალბერ ლოლიშ! | ახმედი |
1988 | ფ | როდესაც ჩაგიქროლებს, რაც ვერ ჩაგივლის | |
1989 | ფ | მათთვის, ვინც მამამ მიატოვა | თენგიზი, შახო |
1990 | ფ | საბედისწერო გასროლა | |
1990 | ფ | ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი | გამომძიებელი |
1990 | ფ | ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი) | ქართველი ემიგრანტი |
1992 | ფ | მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად | |
1992 | ფ | ოქროს ობობა | ბრმა |
2007 | ფ | სვანი | ბედან ნესტრიანის მამა |
2010 | ფ | ომი და ქორწილი | |
2012 | ფ | ხატი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართლოს მარადაშვილი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-20. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2020.