ირაკლი ჩოგოვაძე
ირაკლი ჩოგოვაძე (დ. 19 აგვისტო, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1990 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე. 1991 წელს სასწავლებლად გადავიდა პარიზში პარი IX-ის სახელობის უნივერისტეტში საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების მართვის ფაკულტეტზე, რომელიც 1996 წელს დაამთავრა მაგისტრის წოდებით. 1996-2003 წლებში სამუშაოდ გადავიდა ლონდონში IBRD-ში ანალიტიკოსად და შემდგომ — ბანკირად. 2004 წელს მუშაობდა მოსკოვში „ABN-AMRO Bank“-ში ბანკირად. 2004 წლის სექტემბერში დაინიშნა ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2004 წლის ნოემბერში − ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარედ. 2005 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად. ეს პოსტი ეკავა 2006 წლის დეკემბრამდე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Edwards, Chris R.; Mitchell, Daniel J. (2008) Global tax revolution: the rise of tax competition and the battle to defend it. Cato Institute, გვ. 75. ISBN 978-1-933995-18-2. ციტირების თარიღი: 10 August 2010.