არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე (დ. 16 იანვარი, 1983, მახარაძე, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი (ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო) და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2016-2019 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წლის 25 ივნისიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე,[1] საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 24 აპრილამდე.
არჩილ თალაკვაძე | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 24 აპრილი, 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი |
მემკვიდრე | კახა კუჭავა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივნისი, 2019 – 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია |
წინამორბედი | ირაკლი კობახიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 25 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე |
მემკვიდრე | ირაკლი კობახიძე |
დაბადებული | 16 იანვარი, 1983 მახარაძე, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | ქეთევან ბუბუტეიშვილი |
შვილები | 2 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
პროფესია | ექიმი, მენეჯერი, ეკონომისტი |
საქმიანობა | პოლიტიკა |
ხელმოწერა |
განათლება
რედაქტირება2000 წელს დაამთავრა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2010 წელს დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა. 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.
კარიერა
რედაქტირებაარჩილ თალაკვაძე 2007-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, მრჩევლის პოზიციაზე. 2011-2012 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ, სადაც პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით გაატარა - შედეგად 11-ჯერ შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებლები, მინიმუმამდე შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება და დაიწყო “C” ჰეპატიტის პროგრამა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! 2014-2016 წლებში არჩილ თალაკვაძე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს, მიგრაციის სამსახურის რეფორმას და ცენტრალური აპარატის მუშაობას უძღვებოდა. 2015-2016 წლებში იყო “გლობალური ფონდის” (The Global Fund) მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს მთავრობის კვოტით.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარად (მიიღო 14 839 ხმა, შესაბამისად 52,88%)[2] IX მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, სადაც 2019 წლამდე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2019-2021 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, წარდგენილი იყო პროპორციული სიის მე-2 ნომრად და გახდა პარლამენტის წევრი.
ოჯახი
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სხვა საქმიანობა
რედაქტირება2017 წლიდან თალაკვაძე ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივების“ საპატიო და სარბოლო კლუბის „მია ფორსის“ პრეზიდენტია. შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არჩილ თალაკვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არჩილ თალაკვაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2019.
- ↑ შედეგები 2016
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ირაკლი კობახიძე |
საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის თავმჯდომარე 2019 – 2021 |
შემდეგი: კახა კუჭავა |