საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA - Georgian Institute of Public Affairs) — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ეფექტიანი მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართველოში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
დაფუძნდა 1994
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი მაკა იოსელიანი
პრორექტორი ლევან სამადაშვილი
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი — საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
www.gipa.ge

დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტიანი მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივდონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფო მართვისა და ჟურნალისტიკის სფეროების განვითარების ეროვნულ ცენტრს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, მოქმედებს როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან და ინსტიტუტის დებულებასთან, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეთანხმებებთან და კონტრაქტებთან სრულ თანხმობაში.[1]

ინსტიტუტში ფუნქციონირებს ოთხი სკოლა და ორი პროგრამა:

  • მმართველობის სკოლა[2]
  • ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა[3]
  • სამართლისა და პოლიტიკის სკოლა[4]
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა[5]
  • კვლევის დეპარტამენტი[6]
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი[7]

ინსტიტუტის განვითარების კონცეპტუალურ გეგმას და მის პოლიტიკას განსაზღვრავს მისი უმაღლესი მმართველი ორგანო – გამგეობა, რომელიც შედგება ქართველი და ამერიკელი საჯარო, სამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან.

ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია ინსტიტუტის რექტორი, რომელსაც გამგეობა ნიშნავს. რექტორი პასუხისმგებელია გამგეობის წინაშე ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებაზე.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-05.
  2. http://gipa.ge/school-of-government/
  3. http://gipa.ge/caucasus-school-of-journalism-and-media-management/
  4. http://gipa.ge/school-of-law-and-politics/
  5. http://gipa.ge/school-of-social-sciences/
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-05.
  7. http://gipa.ge/GRDP/geo/home
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-05.