ოზურგეთის არწივებიმორაგბეთა კლუბი ქალაქ ოზურგეთში. კლუბი დაარსდა 2009 წელს. გუნდს თავდაპირველად „არწივები" ეწოდებოდა. 2010 წელს გუნდმა სახელი შეიცვალა და „ფირალები“ დაერქვა, თუმცა მალევე დაუბრუნდა ძველი სახელწოდება. კლუბი პირველ ლიგაში თამაშობდა 2013-14 წლების სეზონის ჩათვლით. 2014-15 წლებიდან შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და „არწივები“ რეგიონულ ლიგაში დაქვეითდნენ. რეგიონულ ლიგაში სამი სეზონის გატარების შემდეგ „არწივებმა“ მოიპოვეს პირველი ლიგის საგზური და დაუბრუნდნენ მას 2017-18 წლების სეზონში.

არწივები (სარაგბო კლუბი)
დაარსდა 2009
პრეზიდენტი თენგიზ კალანდაძე
მწვრთნელ(ებ)ი თორნიკე აშვეთია
ლიგა საქართველოს სარაგბო პირველი ლიგა
ოზურგეთის „არწივები“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ, 2017 წ

გუნდი თამაშობს ზვანის სტადიონზე, ოზურგეთში.