მერაბ სარალიძე (დ. 25 აპრილი, 1936, ხაშური — გ. 4 იანვარი, 2007) — ქართველი ანიმაციური ფილმების რეჟისორი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა ხაშურის საშუალო სკოლა, 1960 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1960–1970 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაერთიანება მულტფილმების რედაქტორად, ხოლო 1971–1995 წლებში მულტფილმების მთავარ რედაქტორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988).

ფილმოგრაფია რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

  1. ქვეყნის მაშენებლები (1997) — ანიმაციური ფილმი
  2. საფრთხობელები (1996) — ანიმაციური ფილმი
  3. ბალადა მომღერალზე (1987) — ანიმაციური ფილმი
  4. სიზმარა (1986) — ანიმაციური ფილმი
  5. ტყის კვარტეტი (1984) — ანიმაციური ფილმი
  6. ხარისხის ნიშანი (1981) — ანიმაციური ფილმი
  7. ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე (1976) — ანიმაციური ფილმი

სცენარის ავტორია ფილმების:

  1. ქვეყნის მაშენებლები (1997) — ანიმაციური ფილმი
  2. საფრთხობელები (1996) — ანიმაციური ფილმი
  3. სიზმარა (1986) — ანიმაციური ფილმი
  4. ყარყატის შვილობილი (1985) — ანიმაციური ფილმი
  5. ტყის კვარტეტი (1984) — ანიმაციური ფილმი
  6. ხარისხის ნიშანი (1981) — ანიმაციური ფილმი
  7. ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე (1976) — ანიმაციური ფილმი
  8. ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება