გიორგი ნახუცრიშვილი

გიორგი (გუგა) დავითის ძე ნახუცრიშვილი (დ. 20 მაისი, 1902, თბილისი — გ. 1992, იქვე) — ქართველი პროზაიკოსი და დრამატურგი. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955).

გიორგი ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1902(1902-05-20)
გარდაცვალების თარიღი უცნობია
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მწერალ დავით ნახუცრიშვილის ოჯახში. მშობლების და მათი გარემოცვის წყალობით, ადრევე ეზიარა ლიტერატურას — ნახუცრიშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ იმ დროის გამოჩენილი მწერლები და ხელოვანები. კვირაობით მამას ხშირად დაჰყავდა „ლიტერატურულ დილაზე“.

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი. წერა 20-იანი წლებიდან დაიწყო — მისი მოთხრობა „თაგუნას თავგადასავალი“ გამოქვეყნდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულში“. 1933 წელს წიგნად გამოიცა მისი მოთხრობა „მამამ გამომგზავნა“, ხოლო 1939 წელს დეტექტიური ჟანრის რომანი „მგელკაცა“.

შემდგომში მწერალი ძირითადად, დრამატურგიის ჟანრში მოღვაწეობდა, რითიც ფართოდ გაითქვა სახელი. მისი პიესები იდგმებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: იმდროინდელი სსრკ-ს რესპუბლიკებში, გდრ-ში, ბელგიაში, ფინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. პირველი პიესა-ზღაპარი „ნაცარქექია“, რომლის წერა ჯერ კიდევ დავით ნახუცრიშვილმა დაიწყო და გიორგი ნახუცრიშვილმა დაასრულა, 1936 წელს დაიდგა. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს პიესა „ჭინჭრაქამ“ მოუტანა, რომელიც 1963 წელს, რუსთაველის თეატრში დადგა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა.

გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებებზეც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

გარდაიცვალა 1992 წელს.

ნაწარმოებები რედაქტირება

პროზა რედაქტირება

  • თაგუნას თავგადასავალი (მოთხრობა)
  • მამამ გამომგზავნა (მოთხრობა) (1933)
  • სილვა ვასილიევი (1934)
  • მგელკაცა (რომანი) (1934)

პიესები რედაქტირება

  • ნაცარქექია (1936)
  • კომბლე (1939)
  • აჩაკუნე (1940)
  • ბელადის სიჭაბუკე
  • წიწამური (1956)
  • ფიროსმანი (1960)
  • ჭინჭრაქა (1962)
  • შაითან ხიხო (1964)

ინსცენირებები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება