ნაკადული (საბავშვო ჟურნალი)
„ნაკადული“, ქართული საბავშვო ჟურნალი მცირეწლოვანთათვის, ორკვირეული (1918 წლიდან - ყოველთვიური) სურათებიანი გამოცემა. გამოდიოდა 1904-1927 წლებში თბილისში. ჟურნალში თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იროდიონ ევდოშვილი, შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ვარლამ რუხაძე, სოფრომ მგალობლიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, თ. კანდელაკი, ლ. მეგრელიძე, ს. ყიფიანი, გ. უჩიშვილი, ლეო ქიაჩელი, ილია სიხარულიძე, ნიკოლოზ კეცხოველი და სხვები. ჟურნალში უფასო დამატებების სახით გამოსცა ვილჰელმ და იაკობ გრიმების ზღაპრები, ჩარლზ დიკენსის „სკრუჯი და მარლეო“, ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ და ქართული მხატვრული ანბანი კუბიკებზე.
„ნაკადულის“ რედაქტორები იყვნენ ე. ერისთავი და ნ. ზურაბიშვილი (1904-1905), მარიამ დემურია (1906-1909), ნინო ნაკაშიძე (1910-1920). 1921-1927 წლებში — სარედაქციო კოლეგია. გამომცემლები — ნ. ქობულაშვილი (1906-1920), განათლების სახალხო კომისარიატი და საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტი (1921-1922), „სახელგამი“ (1923-1927). განათლების სახალხო კომისარიატმა „ნაკადულის“ ნაცვლად 1928 წელს დაიწყო ჟურნალ „ოქტომბრელის“ გამოცემა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შუღლაშვილი დ., ქსე, ტ. 7, გვ.301, თბ., 1984