ავთანდილ ვარსიმაშვილი

ქართველი რეჟისორი

ავთანდილ ედუარდის ძე ვარსიმაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი,[1] სცენარისტი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,[2] თავისუფალი თეატრის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი,[3] უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ორგანიზაცია „შექსპირის თეატრის“ (აშშ) სრულუფლებიანი წევრი.[4] კინოსტუდია „Vars-studio"-ს მფლობელი.[5]

ავთანდილ ვარსიმაშვილი
Avtandil Varsimashvili.jpg
ავთანდილ ვარსიმაშვილი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1959 (1959-11-10) (63 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი
მეუღლე(ები) ელისო ორჯონიკიძე
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ედუარდ ვარსიმაშვილი
დედა: რიმა მოსეშვილი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს, თბილისში,[6] ედუარდ ვარსიმაშვილისა და რიმა მოსეშვილის ოჯახში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს.[7] 1992-1996 წლებში იყო „კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;[8] 1997 წელს დააარსა „თეატრალური სარდაფი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე; 1999 წლიდან გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,[9] 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა „თავისუფალი თეატრი“.[10] ვარსიმაშვილს საქართველოს გარდა დადგმული აქვს სპექტაკლები უკრაინის, გერმანიის, რუსეთის, ესტონეთის, ფინეთის თეატრებში. მისი პროდიუსერობით შეიქმნა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“ და მხატვრული ფილმი „ბამბაზიის სამოთხე“.

ვარსიმაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო (1999) და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი (2002), ღირსების ორდენის კავალერი (2005), აგრეთვე არაერთი ფესტივალის გამარჯვებული: Cinema Rimini-ს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (იტალია, 1991), რუსთავის თეატრალური ფესტივალი — „ოქროს ნიღაბის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის (1998), ლვოვის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ოქროს ლომი“, საუკეთესო რეჟისურისათვის (2002), რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ზოლოტოი ვიტიაზის“ გრან-პრი „ოქროს რაინდი“ (2013), რუსეთის „მეგობრობის„ ორდენი (2006).[11], პუშკინის მედალი (2016).[12][13]

1994 წელს ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო მისტიკურ-დრამატული ტელესერიალი „სახლი ძველ უბანში“,[14] რომლის პროდიუსერი თავად არის. აგრეთვე გადაღებული აქვს სატელევიზიო მხატვრული ფილმები „ავადმყოფი გიცდით“ (1988) და „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ (2003, 2 სერია).

როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დადგმული აქვს ოთხმოცზე მეტი სპექტაკლი.

ჰყავს მეუღლე – ელისო ორჯონიკიძე (1967) და ორი შვილი: გიორგი (1986) და მარიამი (1988).

მნიშვნელოვანი თეატრალური დადგმებირედაქტირება

რუსთაველის თეატრირედაქტირება

მეტეხის თეატრირედაქტირება

გრიბოედოვის თეატრირედაქტირება

თეატრალური სარდაფირედაქტირება

თავისუფალი თეატრირედაქტირება

  • „კომედიანტები“ (2001)
  • „ტელე მისტერია“ (2002)
  • „პროვოკაცია“ (2003)
  • „ძმები“ (2006)
  • „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ (2007)
  • „კავკასიური ცარცის წრე“ (2008)
  • „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ (2010)
  • ენტონი ბერჯესი„მექანიკური ფორთოხალი“ (2011)
  • „ვალსი ძილის წინ“ (2013)
  • „რიჩარდ III“ (2014)
  • „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ (2015)
  • „სხვების ცხოვრება“ (2016)
  • „2030 — დასაკარგი არაფერი გვაქვს“ (2019)
  • „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ (2021)[15]

კინო და ტელევიზიარედაქტირება

ჯილდოებირედაქტირება

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (1999)
  • დავით აღმაშენებლის პრემია (2001)
  • მარჯანიშვილის პრემია (2002)
  • საქართველოს ღირსების ორდენი (2005)
  • რუსეთის „მეგობრობის“ ორდენი (2006)
  • პუშკინის მედალი (2016)
  • მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის:
    • ჟიურის სპეციალური პრიზი Cinema Rimini-ს კინოფესტივალზე (იტალია) — ფილმისთვის „თვინიერი“
    • „ოქროს ლომი“ „საუკეთესო რეჟისურისთვის“ ლვოვის (უკრაინა) თეატრალურ ფესტივალზე — სპექტაკლისთვის „ჰამლეტი“.
    • „ოქროს ნიღაბი“ — „საუკეთესო რეჟისურა“ რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე — 1998 — სპექტაკლისთვის „ჰამლეტი“
    • „ოქროს რაინდი“ — გრან პრი (რუსეთი) - რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი („ზოლოტოი ვიტიაზი“) 2013, სპექტაკლისთვის „ცხენის ამბავი“[16]
    • „პეკტორალი“ — უკრაინის ნაციონალური თეატრალური პრემია. სპექტაკლისთვის „რიჩარდ მესამე“, 2017.
    • სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბალტიის სახლი“, „საუკეთესო რეჟისურა“ სპექტაკლისთვის „ალჟირი“
    • ესტონეთის თეატრალური პრემია და ქალაქ ტარტუს პრემია წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის.
    • სტამბულის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „გრან პრი" სპექტაკლისათვის „მექანიკური ფორთოხალი“.[9]

ლიტერატურარედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 179.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. — თბილისი, 1998-1999

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „A Dance of Death“ August Strinberg“. theatre.ru. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
  2. Автандил Варсимашвили поставит в Киеве Бертольда Брехта. gazeta.ua (23 ნოემბერი, 2007). ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  3. ავთო ვარსიმაშვილის მოკლე ბიოგრაფია. tafu.edu.ge. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
  4. ავთანდილ ვარსიმაშვილი. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
  5. ავთანდილ ვარსიმაშვილი. „ეSpersona“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-21. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
  6. ავთანდილ ვარსიმაშვილი / Avtandil Varsimashvili. rateyourmusic.com. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
  7. ვარსიმაშვილი ავთანდილ. ენციკლოპედია „საქართველო“. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
  8. Автандил Варсимашвили. vakhtangov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-26. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  9. 9.0 9.1 ავთანდილ ვარსიმაშვილის რეზიუმე. Tafu.edu.ge. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.
  10. ლაშა ჩხარტიშვილი. (21 იანვარი, 2014) თავისუფალი თეატრი. GeorgianTheatre.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-04. ციტირების თარიღი: 2019-09-21.
  11. Указ Президента Российской Федерации от 10 августа 2006 года № 893 «О награждении орденом Дружбы работников Тбилисского государственного академического русского драматического театра имени А.С.Грибоедова, Грузия»
  12. ავთანდილ ვარსიმაშვილი პუშკინის მედლით დაჯილდოვდა. GMTV.Ge (8 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
  13. Указ Президента Российской Федерации от 29 января 2016 года № 29 «О награждении государственными наградами Российской Федерации»
  14. საინტერესო ფაქტები სერიალების შესახებ. Info7.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2019.
  15. სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021
  16. გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!. Teatri.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-21. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2019.