ვედრება (ფილმი)
ვედრება — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1967 წელს გადაღებული ტრილოგიის პირველი მხატვრული ფილმი. მეორე, „ნატვრის ხე“, 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მესამე კი „მონანიება“. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო. მხატვრარი: რევაზ მირზაშვილი. კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია.
„ვედრება“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | თენგიზ აბულაძე |
სცენარის ავტორი | თენგიზ აბულაძე |
კომპოზიტორი | ნოდარ გაბუნია |
ხმის ოპერატორი | მიხეილ ნიჟარაძე |
ოპერატორი | ალექსანდრე ანტიპენკო |
მონტაჟი | ლუსია ვარტიკიანი |
მხატვარი | რევაზ მირზაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1967 |
ხანგრძლივობა | 72 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებახევსურმა ალუდა ქეთელაურმა ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.[1]
როლებში
რედაქტირებამთავარი გმირები
რედაქტირება- სპარტაკ ბაღაშვილი (ღვთისია)
- რუსუდან კიკნაძე (ქვრივი-ქალი)
- რამაზ ჩხიკვაძე (მაცილი)
- თენგიზ არჩვაძე (ალუდა)
- გეიდარ ფალავანდიშვილი (მუცალი)
- ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯოყოლა)
- ზურაბ ქაფიანიძე (ზვიადაური)
- ნანა ქავთარაძე (აგაზა)
- ირაკლი უჩანეიშვილი (მუსა)
- დიმიტრი ყიფიანი (თავადი)
ფაქტები
რედაქტირებათენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი „ვედრება“ გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ „შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა კინოს ენად აქცია“. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის.
ნანა ჯანელიძე იხსენებს: „მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, „კოდაკზე“ და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი“.
„ვაჟას გენიალურობა მისი განსაკუთრებულობაა“, უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად „ვედრება“ სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს: „ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ― თენგიზმა უჩვენა, ― თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი.“
ჯილდოები
რედაქტირება- გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია (1973).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2016-05-09.