ნანა ჯანელიძე
ნანა ჯანელიძე (დ. 7 აგვისტო, 1957,თბილისი)- ქართველი კინორეჟისორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.
1986-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.
1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; 1996 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ლექტორი. არის რეჟისორი ფილმებისა: „დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი“(1978), „მონანიება“ (II რეჟისორი, სცენარის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი, 1981-1984), „ოჯახი“ (1985), „იავნანა“(1994), „ერთი წვეთი საქართველო“(1999).
ᲯᲘᲚᲓᲝᲔᲑᲘ, ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲘᲖᲔᲑᲘრედაქტირება
- 1995 - რუსეთის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის "იავნანა"
- 1994 - რუსეთის სათავადაზნაურო საზოგადოების მთავარი პრიზი, ფილმისთვის "იავნანა"
- 1994 - ქართული ეკლესიის პრიზი
- 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1994 - კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სპეციალური პრიზი
- პეზაროს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის "იავნანა"
- ლაგოვოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის "იავნანა"
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 430.