გეიდარ ფალავანდიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გეიდარ ფალავანდიშვილი (დ.1 ივლისი, 1937, თბილისი — გ.6 მაისი, 2012) — ქართველი ინჟინერი და მსახიობი.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ფაკულტეტი.

1970 წლიდან მუშაობდა „საქსახწყალპროექტში“. 1980 წლიდან ინსტიტუტის დირექტორად, მისი ხელმძღვანელობით დაამუშავეს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, როგორიცაა „ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მან შეასრულა როლები ფილმებში: „ალავერდობა“ (გურამი, 1962), „ვედრება“ (მუცალი, 1967), „ფერისცვალება“ (გივი, 1968), „ჯვარცმული კუნძული“ (სოსო, 1968), „მთვარის მოტაცება“ (თარაშ ემხვარი, 1973). მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება