არევიკი (ფილმი)
არევიკი (სომხ. Արևիկ) — კინოსტუდია „არმენფილმის“ 1978 წლის ფსიქოლოგიური მელოდრამა. რეჟისორები არკადი აირაპეტიანი და არნოლდ აგაბაბოვი. ფილმი გადაღებულია სსრკ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით.
„არევიკი“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი |
არკადი აირაპეტიანი, არნოლდ აგაბაბოვი |
სცენარის ავტორი | გურგენ არაქელიანი, არნოლდ აგაბაბოვი |
როლებში |
სოფიკო ჭიაურელი, არმენ ჯიგარხანიანი, რამაზ ჩხიკვაძე |
კომპოზიტორი | ტიგრან მანსურიანი |
ოპერატორი | სერგეი ისრაელიანი |
მხატვარი | რაფაელ ბაბაიანი |
სტუდია | „არმენფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1978 |
ხანგრძლივობა | 126 წუთი |
ქვეყანა | სომხეთის სსრ, (სსრკ) |
სიუჟეტი
რედაქტირებაარევიკი ახალგაზრდა ქალია. მის მიერ დაქირავებული ტაქსის მძღოლი ქვეითად მოსიარულეს ეჯახება. მძღოლის მეგობრები არევიკს შესთავაზებენ, რომ ანდრანიკის გადასარჩენად ცრუ ჩვენება მისცეს, მაგრამ მისი ჩვენების შედეგად მძღოლი ციხეში აღმოჩნდება. არევიკი მარტო დარჩენილ ბავშვებზე მზრუნველობას თავის თავზე იღებს.
როლებს ასრულებენ
რედაქტირება- სოფიკო ჭიაურელი — არევიკი
- არმენ ჯიგარხანიანი — ანდრანიკი
- ხორენ აბრამიანი — ჟორა
- რამაზ ჩხიკვაძე — გამომძიებელი
- კარენ ჯანგიროვი — მხატვარი
- აზატ შერენცი — სტუმარი
- არუს აზნაურიანი — ბებია
- ნონა პეტროსიანი — კარენის თანაკლასელის დედა
- კარენ ჯანიბეკიანი — მძღოლი
- არკადი აირაპეტიანი — ქარხნის დირექტორი
- ნუნე გუზალიანი — პატარა არევიკი
- ერვანდ მანარიანი — მართუნი
ჯილდოები
რედაქტირებასოფიკო ჭიაურელმა საერთაშორისო ფესტივალზე ჩეხოსლოვაკიაში მიიღო პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.