ხორენ აბრამიანი
ხორენ აბრამიანი (სომხ. Խորեն Աբրահամյան; დ. 1 აპრილი, 1930, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ — გ. 10 დეკემბერი, 2004, ერევანი, სომხეთი) — სომეხი საბჭოთა მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. 1980 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება[1].
ხორენ აბრამიანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Խորեն Աբրահամյան |
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1930 ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
10 დეკემბერი, 2004 (74 წლის) ერევანი, სომხეთი |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა |
სსრკ სომხეთი |
საქმიანობა | მსახიობი, თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, თეატრის პედაგოგი |
აქტიური | 1951-2004 |
დაიბადა 1930 წლის 1 აპრილს ერევანში. 1951 წელს დაასრულა ერევნის თაეატრალური ინსტიტუტი. ამავე წლიდან ერევნის დრამატული თეატრის მსახიობია. 1980–1985 წლებში მთავარი რეჟისორი. 1988–1996 წლებში თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1985–1988 წლებში ლენინაკანის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია. კინოში მისი დებიუტი შედგა 1949 წელს.
გარდაიცვალა 2004 წელს ერევანში. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Новая Российская энциклопедия: в 12 т. / Редкол.: А. Д. Некипелов, В. И. Данилов-Данильян, В. М. Карев и др. — М.: ООО «Издательство „Энциклопедия“» Т. 2 А — Баяр, 2005. — 960 с.: ил.