გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
გოდერძი ჩოხელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1954 |
დაბადების ადგილი | ჩოხი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 16 ნოემბერი, 2007 (53 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, მწერალი და სცენარისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
ბიოგრაფიარედაქტირება
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი„, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი“, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „სულეთის კიდობანი“.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.
წიგნებირედაქტირება
- „წერილი ნაძვებს“ – 1980
- „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
- „ადამიანთა სევდა – 1984
- „მგელი“ – 1988
- „თევზის წერილები“ – 1989
- „მღვდლის ცოდვა“ – 1990
- „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
- „ბალახის ცხოვრება“ – 1997
- „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“[1](164 რჩეული ნოველა), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა "გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი", თბ. 2013 წ. ISBN 978-9941-0-5805-9
ფილმოგრაფიარედაქტირება
- ადგილის დედა (1976)
- ბაკურხეველი ხევსური (1980)
- ადამიანთა სევდა (1984)
- წერილი ნაძვებს (1986)
- აღდგომის ბატკანი (1988)
- უცხო (1988)
- თეთრი დროშა (1989)
- ცოდვის შვილები (1989)
- სამოთხის გვრიტები (1997)
- ლუკას სახარება (1998)
- მიჯაჭვული რაინდები (1999)
- სიყვარულის ცეცხლი (2003)
პრიზებირედაქტირება
- გრან–პრი ფილმისათვის „ადგილის დედა“, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
- "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები“ მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
- იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
- პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის „ოქროს არწივის“ ფესტივალზე – 1992 წ.
- გრან პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „სამოთხის გვრიტები“ – 1997 წ.
- პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „ლუკას სახარება“ – 1998 წ.
ჯილდორედაქტირება
- საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის „ცოდვის შვილები“ – 1991 წ.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
გოდერძი ჩოხელი ვიკიციტატებში |
- გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები დაარქივებული 2013-12-30 საიტზე Wayback Machine. Lib.ge-ზე.
- ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine. .
- ჩოხელის ფილმები IMDb ბაზაში.
- გოდერძი ჩოხელის შემოქმედებანი ner.ge - ზე დაარქივებული 2013-12-31 საიტზე Wayback Machine. - „ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა“.
- „ჩოხელის 9 შეკითხვა სიყვარულზე“ ქართულ ბლოგში.