ბაკურხეველი ხევსური
ბაკურხეველი ხევსური — რეჟისორ გოდერძი ჩოხელის 1980 წლის ქართული ფილმი.
„ბაკურხეველი ხევსური“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გოდერძი ჩოხელი |
სცენარის ავტორი | გოდერძი ჩოხელი |
როლებში | ზურაბ ქირიკაშვილი |
ხმის ოპერატორი | ვილჰელმ გოგიჩაიშვილი |
ოპერატორი | ნიკოლოზ სუხიშვილი |
მონტაჟი | იზო ქურხული |
მხატვარი | ვაჟა ჯალაღანია |
სტუდია | დებიუტი |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 21 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება მიმდინარეობს საქართველოს მაღალმთიანი რაიონის სოფელში. ფილმის მხატვრული სამყარო პირობითია. გმირი, ბუნებით ხალისიანი, ახალგაზრდა ხევსური, ცდილობს როგორმე შეეწინააღმდეგოს ცხოვრების მონოტონურობას, უცნაურად ეთამაშება სიკვდილს, მის თოფში ერთადერთი ტყვიაა, რომლის გავარდნას მაყურებელი ფილმის დასაწყისიდანვე დაძაბული ელოდება. თოფი კი სწორედ მაშინ გაისვრის როცა მაყურებლის ყურადღება შენელებულია.