სამოთხის გვრიტები
„სამოთხის გვრიტები“ — რეჟისორ გოდერძი ჩოხელის 1997 წლის ქართული მხატვრული ფილმი.
„სამოთხის გვრიტები“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | გოდერძი ჩოხელი |
პროდიუსერი | ზურაბ მაღალაშვილი |
სცენარის ავტორი | გოდერძი ჩოხელი |
როლებში |
კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილი |
კომპოზიტორი | იაკობ ბობოხიძე |
ხმის ოპერატორი | ოჰანეს მაგაკიანი |
ოპერატორი | ჯიმშერ ქრისტესაშვილი |
მხატვარი | დავით საჯაია |
სტუდია | სტუდია „სამება“ |
გამოსვლის თარიღი | 1997 |
ხანგრძლივობა | 55 წუთი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაბოლშევიკების მიერ გაკრეჭილი მღვდელი (გივი ბერიკაშვილი) მაღალმთიან სოფელში ხანდაზმული თანასოფლელებისთვის სკოლას მოაწყობს. თავისუფალ დროს მათ წერა-კითხვას ასწავლის, რაც ბრიგადირს (კახი კავსაძე) დროის ფუჭ კარგვად მიაჩნია. გამუდმებით უშლის გლეხებს სკოლაში სიარულს და არც მასწავლებელს ასვენებს. სოფლელები არ ეპუებიან ბრიგადირს. ისინი სულიერებისკენ ისწრაფვიან და გრძნობენ, რომ ადამიანი მარტო ჭამისთვის არ არის მოვლენილი ამ ქვეყნად.
როლებში
რედაქტირება- კახი კავსაძე — ბრიგადირი
- გივი ბერიკაშვილი — მასწავლებელი
- გოვენ ჭეიშვილი — ეფრემა
- ნანული სარაჯიშვილი — მხატვარი
- ბერტა ხაფავა — სიჯანაანთ ქალი
- ნინო ჩხეიძე — ქალთამზე
- მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე — ხეჩო
- კონსტანტინე თოლორაია — ჯღუნა
- აბესალომ ლორია — ლაბრო
- ნათელა მიქელაძე — ნათელა
- აბრეკ ფხალაძე — აბრეკი
- ეთერ გელოვანი — მაყვალა
- ნატო ჭელიძე — კუნტრუშაანთ ქალი
- იზო ქურხული — მთვარისა
- გიგუშა წიკლაური — თავმჯდომარე