ნანული სარაჯიშვილი
ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი
ნანული სარაჯიშვილი (დ. 13 იანვარი, 1948, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1990),[2] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (2003).
ნანული სარაჯიშვილი | |
---|---|
ნანული სარაჯიშვილი | |
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1948[1] თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
დაიბადა 1948 წლის 13 იანვარს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.
1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია მანანა („მანანა““, 1958), ტურფა („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარდო („უჩინმაჩინის ქუდი“, 1976), მარო („გარიგება", 1993) და სხვა. 1993 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.[3]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
1958 | ფ | მანანა | მანანა |
1973 | ფ | ვერის უბნის მელოდიები | ტურფა |
1975 | ფ | აურზაური სალხინეთში | ჭორიკანა |
1976 | ფ | დილით ნისლივით | ბოშა |
1982 | ფ | ანდერძი | — |
1986 | ფ | მოდი ვილაპარაკოთ | ლალი |
1988 | ფ | გამოცხადება | — |
1991 | ფ | ჭა | — |
1991 | ფ | ელზა | ლილი |
1992 | ფ | თვინიერი | — |
1993 | ფ | გარიგება | მარო |
1993 | ფ | დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...) | ზიზი |
1994 | ფ | ერთაწმინდა | — |
1994 | ფ | სახლი ძველ უბანში | მედდა |
1995 | დფ | დღე ტკივილისა და სიხარულისა | თავად |
1995 | ფ | ატრაქციონი | ჭორიკანა |
1997 | ფ | სამოთხის გვრიტები | მხატვარი |
2003 | ფ | სიყვარული და კატორფილი | — |
2004 | ფ | სკამი | — |
2005 | ფ | მიდიოდა მატარებელი | ზეინაბი |
2011 | ფ | გარიგება 2 (გარიგება 20 წლის შემდეგ) | მარო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 788, თბ., 2002
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნანული სარაჯიშვილი. Codna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-23. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019.
- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. N7. გვ. 16
- ↑ ნანული სარაჯიშვილის სამსახიობო კარიერა – „მანანადან„ „მარომდე“. Droni.ge. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2019.