„სახლი ძველ უბანში“ — მრავალსერიიანი მისტიკურ-დრამატული ფილმი, რომელიც ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო 1994 წელს. გადიოდა მრავალსერიიანი მისტიკურ-დრამატული ფილმის სახელით 1 არხზე.

სახლი ძველ უბანში
ჟანრი მისტიკა, დრამა
ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
მონაწილეობენ გიორგი მიქელაძე
გოგოლა კალანდაძე
მურმან ჯინორია
გურამ საღარაძე
თემის კომპოზიტორი გიორგი ჭილაშვილი
ქვეყანა საქართველო
სეზონი 1
სერია 30
ეპიზოდი ქეთევან ყიფიანი
წარმოება
მონტაჟი მამუკა ჯაფარიძე, დავით ცინცაძე
ადგილ(ებ)ი თბილისი
ოპერატორი მიხეილ მაღალაშვილი
დავით გოგილაშვილი
ხანგრძლივობა 45 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი 1 არხი
პირველად ეთერში 1994

სიუჟეტი რედაქტირება

სიუჟეტის მიხედვით, ძველ უბანში სახლდებიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი და სალომე. ისინი მჭიდრო კონტაქტში შედიან მეზობლებთან, ჟორასთან და თამილასთან, რომლებიც ოკულტური რიტუალების მიმდევრები აღმოჩნდებიან. უბანში უცნაური ამბები ტრიალებს. სერიალი მეტწილად, თავისი სიუჟეტით ახლოს დგას აირა ლევინის ნაწარმოებთან „როზმარის ბავშვი“.

პრემიერა რედაქტირება

სერიალის პირველი სეზონის (15 სერია) პრემიერა შედგა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში 1994 წელს. მეორე სეზონის (15 სერია) 1995 წელს. სერიალი აგრეთვე გავიდა ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2 ის, სტარვიზიის, რიონისა და მაგთიკომის ეთერში.

გადამღები ჯგუფი: რედაქტირება

სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია ავთანდილ ვარსიმაშვილი, დამდგმელი ოპერატორი — მიხეილ მაღალაშვილი. ოპერატორები — დავით გოგილაშვილი და მიხეილ ნინოშვილი, მხატვარი — თამარ გოცხიშვილი, კომპოზიტორი — გიორგი ჭილაშვილი

როლებში რედაქტირება

საუნდტრეკი რედაქტირება

  • ეკა კვალიაშვილი - დღესაც არავინ ჩანს
  • სრული საუნტრეკი
  • დავით ჭილაშვილი - კომედია
  • დავით ჭილაშვილი - უსიყვარულოდ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება