მურმან ჯინორია
მურმან ჯინორია (დ. 21 თებერვალი, 1947, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1998), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
მურმან ჯინორია | |
---|---|
მურმან ჯინორია და ზურა ინგოროყვა სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რუსთაველის თეატრი, 2018 | |
დაბადების თარიღი |
21 თებერვალი, 1947 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1975 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო კინომსახიობთა თეატრში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1983 წლიდან. აღსანიშნავია როლები: ბ-ნი ნოე („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“), მარლის სული („საშობაო სიზმარი“), კენტი („მეფე ლირი“), ვიქტორი („ირინეს ბედნიერება“), აბესალომი („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), თომა („ნახვის დღე“), მესამე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“). 1995 წლიდან არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. 1996 წლიდან ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი.
მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები: „ბედისწერა გვიხსნის მარად“ და „ქარი მწყურია მე პირდაპირი“; ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი „… და სიმღერით ვკვდები“, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მიხედვით „ზღვა ძალიან ღელავს“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით „დროთა კავშირი დაირღვა“, დიმიტრი გულიას ლექსების მიხედვით „მე იალქანი უნდა გავშალო“, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში „დედა დედოფალი“.
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- გურამ ბათიაშვილი „შეთქმულება“ (დიმიტრი პაუშენკო) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
- დათო ტურაშვილი „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ (ბატონი ნოე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით „საშობაო სიზმარი“ (მარლის სული) რეჟისორები რობერტ სტურუა, ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (კენტი) რეჟ. რობერტ სტურუა
- დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“ (ვიქტორი) რეჟ. ანდრო ენუქიძე
- ირაკლი სამსონაძე „იქ, სადაც ღვარად მოედინება“ (აბესალომი) რეჟ. გიორგი (გოგა) თავაძე
- თამაზ ჭილაძე „ნახვის დღე“ (თომა) რეჟისორები რობერტ სტურუა, გიორგი (გოგა) თავაძე
- რეჯინალდ როუზი, „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (მესამე მსაჯული) დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- ლაშა ბუღაძე „სულიერი არსებები“ (ბატონი კოტე) რეჟ. დავით საყვარელიძე
- ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (ბერლეი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ნედიალკო იორდანოვი „გონზაგოს მკვლელობა“ (პოლონიუსი) რეჟ. გოშა გოშაძე
- მონაწილეა სპექტაკლისა „სხვა საქართველო“
კინომსახიობთა თეატრი
რედაქტირება- ფედერიკო გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“ (ლეანდრო) რეჟ. ქეთი დოლიძე
- ალექსანდრე სუხოვო-კაბილინი „საქმე“ (ვარავინი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“ (იაკობი ) რეჟისორები ნანა ხატისკაცი, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
- მოლიერი „დონ ჟუანი“ (დონ ჟუანი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1976: „თვალი პატიოსანი“ (თამაზ იაშვილი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977: „სინემა“ (სოსიკო ჩოლოყაშვილი) რეჟ. ლიანა ელიავა
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (კოტიკო) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „ახალი წელი“ რეჟისორები კახა მელითაური, დათო შენგელიძე
- 1982:„მარადისობის კანონი“ (მამა იორამი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1983: „წიგნი ფიცისა“ (მწირი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1983:„ყვითელი ჩიტი“ (გოგი) რეჟ. ამირან დარსაველიძე
- 1986:„სიკეთის ტელეფონი“ რეჟ. ანდრო ჭიაურელი
- 1987:„ხარება და გოგია“ (სიდამონიძე) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1988:„როდესაც ჩაგიქროლებს, რაც ვერ ჩაგივლის“ რეჟ. კახა მელითაური
- 1988:„გამოცხადება“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1988:„დანაშაული მოხდა“ (დიმიტრი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1989: „ბესამე“ (კარტუზო) რეჟ. ნინო ახვლედიანი
- 1990: „ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი)“ (რეჟისორი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1991: „კედელი“ რეჟ. ზაზა ბუაძე
- 1992:„თვინიერი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- 1992: „ოქროს ობობა“ (კილაძე) რჟისორები გიორგი (გოგი) ქავთარაძე, მიხეილ ანთაძე, დავით კვირცხალია
- 1993: „ლეონარდო“ (მერაბი) რეჟ. დავით ნაცვლიშვილი
- 1994:„ჩაკლული სული“ (თამაზ ენგური) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1995: „ოსკარი“ (ადვოკატი) რეჟ. რუსუდან გლურჯიძე
- 1997:„ღამის ზარები“ (ლევანი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 2001:„ანთიმოზ ივერიელი“ (ბრაბანტი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2004: „მთვარიანი ველის სერენადა“ რეჟ. ზაზა ბუაძე
- 2008:„სამი სახლი“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2012:„ერთი ოჯახის ქრონიკები“ (მთხრობელი) რეჟ. ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
- 1998 — კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2011 — ლიტერატურული პრემია „საგურამო“
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)