ჯემალ ღაღანიძე
ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 თებერვალი, 2023) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
ჯემალ ღაღანიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯემალ ღაღანიძე |
დაბადების თარიღი |
21 აპრილი, 1933 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
3 თებერვალი, 2023 (89 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
![]() ![]() |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
გარდაიცვალა 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში.[1]
ფილმოგრაფია რედაქტირება
- 1960: „კარდაკარ“ რეჟისორები ოთარ აბესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (მილიციელი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (გოგია) რეჟ. დავით რონდელი
- 1970: „ფეოლა“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1971: „გათენების წინ“ (ბოლშევიკი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1971: „მოიტაცეს თამარ ქალი“ რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1972: „ნერგები“ (სასტუმროს ადმინისტრატორი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1972: „ზღვის მგელი“ (არსენა) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (შახტიკოტე) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1974: „კაპიტნები“ რეჟ. თამაზ გომელაური
- 1974: „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (ზაურის მეზობელი) რეჟ. ნელი ნენოვა
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (მელქონოვი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ (არჩილი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1975: „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (ჩირიკი) რეჟისორები ლევან ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1976: „ნატვრის ხე“ (თაღრია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1978: „პირველი კონცერტი“ რეჟ. შერგილ შონია
- 1979: „კაცია ადამიანი?!“ (დავითი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1988: „ჭა“ რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1988: „აღდგომის ბატკანი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (ბნელო) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
ნათამაშები როლები რედაქტირება
რუსთაველის თეატრი რედაქტირება
- ბრანისლავ ნუშიჩი „ფილოსოფიის დოქტორი“ (ბატონი სიმო) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- დავით გაჩეჩილაძე „ბახტრიონი“ , ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივებზე (წიწოლა ) რეჟ. დიმიტრი (დოდო) ალექსიძე
- გიორგი ხუხაშვილი „ზღვის შვილები (ელგუჯა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ვალერიან კანდელაკი „ერთხელ დახოცილები“ (მამუკა) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“ (ჩივერი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (როზენკრანცი) რეჟ. დიმიტრი (დოდო) ალექსიძე
- გაბრიელ სუნდუკიანი „პეპო“ (კაკული) რეჟ. დიმიტრი (დოდო) ალექსიძე
- ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (ბ-ნი გიორგი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლეო ქიაჩელი „გვადი ბიგვა“ (არჩილ ფორია) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ოთარ მამფორია „მეტეხის ჩრდილში“ (ფირუზა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- აქვსენტი ცაგარელი „ხანუმა“ (ვაჭარი ტყუილკოტრიანცი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (ლავრენტი და მამამთილი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „რიჩარდ III“ (ტირელი) რეჟ. რობერტ სტურუა
- დათო ტურაშვილი „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“ (კახელი, ქმარი ) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „ტიტუს ანდრონიკუსი“ (ბასიანი) რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი
- ბერტოლტ ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (I ღმერთი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (II ალქაჯი ) რეჟ. რობერტ სტურუა
- რონალდ ჰარვუდი „მოხუცი ჯამბაზები“ (შალვა ) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- ნედიალკო იორდანოვი „გონზაგოს მკვლელობა“ (ბენვოლიო) რეჟ. გიორგი გოშაძე
- ზურაბ ანტონოვი „მზის დაბნელება საქართველოში“ (გეურქა) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- მარკ ტვენი „უფლისწული და მათხოვარი“ (ჯონ კენტი) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
- მონაწილეა სპექტაკლისა „ჯადოსნური ღამე“
თავისუფალი თეატრში რედაქტირება
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (პოლონიუსი) რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი
ჯილდოები რედაქტირება
- 1967: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1979: სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1980: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1998: ღირსების ორდენი „ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის“
- 2007: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“
- 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2010: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
- 2022: თბილისის საპატიო მოქალაქე[2]
ლიტერატურა რედაქტირება
- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 584.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე
- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)