ოთარ მამფორია — პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი, დაიბადა 1924 წელს,ქუთაისში.1951 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი,1958 წელს - მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურული კურსები.პირველი ლექსი 1940 წელს გამოქვეყნდა.ავტორია ლექსთა კრებულებისა, პოემებისა, პიესებისა, სატირულ-იუმორისტული და საბავშვო ნაწარმოებების.ამ ნაწარმოებებიდან გამოსარჩევია ცისკრის ვარსკვლავი, ცისარტყელა ჩანჩქერებში, ეტლი წუთისოფლისა, ერთი მუჭა მიწა.ოთარ მამფორიას პიესები იდგმებოდა საქართველოს თეატრის სცენებზე.რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში, 1963 წელს დადგა პიესა მეტეხის ჩრდილში, ხოლო 1974 წელს ლერი პაქსაშვილმა, მარჯანიშვილის სახელობის თეატრშიდადგა პიესა იეთიმ გურჯი ოთარ მამფორია დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით 1997 წელს.ოთარ მამფორია დაკრძალულია თბილისში,დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.