დათო ტურაშვილი
დავით (დათო) ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი.
დათო ტურაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1966 (56 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
საქმიანობა | მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და მთარგმნელი |
ენა | ქართული ენა[2] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ჯინსების თაობა |
ჯილდოები | საბა |
გავლენა მოახდინეს
|
ბიოგრაფიარედაქტირება
დათო ტურაშვილმა დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას — ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.
იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც — კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.
შემოქმედებარედაქტირება
დათო ტურაშვილის პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თავისუფალ თეატრში. ტურაშვილის სხვა ნაწარმოებთა შორისაა „ნაცნობი და უცნობი ამერიკა“ (1993) და სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.
გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ინგლისური, ესპანური და თურქული ენებიდან.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- „კატმანდუ“ (1998)
- „ტიბეტი არ არის შორს“ (2001)
- „ჩაძირული ქალაქის ღამე“ (2003)
- „შავი კეტები“ (2006)
- „გურჯი ხათუნი“ (2007)
- „ჯინსების თაობა“ (2008)
- „მეცამეტე“ (2009)
- „ამერიკული ზღაპრები“ (2010)
- „მე რომ ფეხბურთელი ვიყო“ (2011)
- „დოდოს მოლოდინში“ (2012)
- „იყო და არა იყო რა“ (2012)
- „ტყეების მეფე“ (2013)
- „სხვა ამსტერდამი“ (2014)
- „თავის უფალი ადამიანი“ (2020)
ჯილდოებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #1037426924 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ საბა 2003
- ↑ საბა 2008