ტიბეტი (არ არის შორს)დათო ტურაშვილის წიგნი.[1] 2000-2010 წლებში სამჯერ გამოიცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ.

„ტიბეტი (არ არის შორს)“

წიგნის ყდა
ავტორი დათო ტურაშვილი
ილუსტრატორი წიგნში გამოყენებულია გიო მგელაძის ფოტოები
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ბიოგრაფიული, სათავგადასავლო
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდი 152
ISBN ISBN 978-9941-15-157-6

წიგნის შესახებ

რედაქტირება

წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და ტიბეტის შესახებ ავტორის რიგით მეორე ნაწარმოებია (სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“, 1998). წიგნი 18 მოკლე თავისგან შედგება და ავტორი იმ კინოექსპედიციაში გატარებული დღეების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რეჟისორ გიო მგელაძესთან, ოპერატორ გიორგი ბერიძესთან და სცენარისტ რეზო თაბუკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ავტორი თხრობას მოსკოვიდან იწყებს, სადაც ექსპედიციის მონაწილეები ჩინეთში გაფრენამდე გაჩერდნენ. ჩინეთის შემდეგ იყო კატმანდუ, იქიდან კი ტიბეტისაკენ აიღეს გეზი. სწორედ კატმანდუდან ჰიმალაისაკენ მიმავალ გზას მიუყვება მკითხველი ავტორთან ერთად და იგებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, როგორც თავად ავტორის ნანახს და აღწერილს, ისე ტიბეტის ხანგრძლივი ისტორიიდან.

ტენზინ გიაცო და „ტიბეტი (არ არის შორს)“

რედაქტირება

წიგნის პირველი გამოცემა ჟურნალისტმა ნათია აბრამიამ ტიბეტელების XIV დალაი ლამას აჩუქა, როცა მას დარამსალას რეზიდენციაში ესტუმრა და სპეციალურად ტიბეტელების სულიერი ლიდერისათვის ნათარგმნი ეს წიგნი, თავადვე წაუკითხა[2].