ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — ქართული გამომცემლობა, რომელიც დაარსდა 1999 წლის 30 ივნისს, ბაკურ სულაკაურის მიერ. გამომცემლობის ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა | |
---|---|
გამომცემლობის ლოგო | |
სტატუსი | აქტიური |
დაარსდა | 30 ივნისი, 1999[1] |
დამაარსებელი | ბაკურ სულაკაური |
ქვეყანა | საქართველო |
ოფიციალური საიტი | sulakauri.ge |
დღესდღეობით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები. გამომცემლობა დიდი ყურადღებას უთმობს ყველა თაობის მკითხველს და ძველ, საყვარელ ნაწარმოებებთან ერთად მუდმივად ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს; სერიული გამოცემები: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“, „მსოფლიო კლასიკა“, „ქართული კლასიკური მწერლობა“, „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის“, „მე ვსწავლობ კითხვას“, „საბავშვო ილუსტრირებული საკითხავი“, „ქართული მწერლობის საუნჯე“, „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა“, „კინობიბლიოთეკა“, „საყმაწვილო ლიტერატურის საგანძური„.
სულაკაურის გამომცემლობა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრია, თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და უმსხვილეს გამომცემლობებთან, მონაწილეობას იღებს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ფრანკფურტში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, Bia.ge