აკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი; დ. 10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი.
აკა მორჩილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ნოემბერი, 1966 (58 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] [2] [3] |
ფსევდონიმი | აკა მორჩილაძე |
საქმიანობა | მწერალი[4] [5] , ისტორიკოსი და რომანისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | მაგიური რეალიზმი და დეტექტივი |
Magnum opus | სანტა ესპერანსა |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირება1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა „რეზონანსისთვის“ და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ-ს ლაბორანტად 1988–1991 წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;[6]
თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს — „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“
მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი„ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“) (1998-2004) და სხვ. რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).
ექვსჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის 2003, 2005, 2006, 2010, 2012 და 2019 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა“ მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.
გამოცემები
რედაქტირება- „მოგზაურობა ყარაბაღში“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 1992
- „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 1995
- „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 1998
- „გაქრები მადათოვზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2001
- „აგვისტოს პასიანსი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2001
- „უდაბნოს გლახები“, — 2001
- „სხვა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2002
- „შობა ღამის ალქაჯები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2002
- „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2003
- „წიგნი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2003
- „შენი თავგადასავალი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2003
- „სანტა ესპერანსა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2004
- „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2005
- „ვენერას სიზმარი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2005
- „ქაღალდის ტყვია“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2006
- „მეიდ ინ ტიფლის (Maid in Tiflis)“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2007
- „ძველი გულებისა და ხმლისა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2007
- „კაგდატა ინ ჯორჯია“, საგა — 2008
- „მესაიდუმლის ქამარი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2008
- „მამლუქი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2009
- „მადათოვი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2010
- „obOle“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2011
- „აკა მორჩილაძე სარბიელში 1“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2012
- „ვეშაპი მადათოვზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2012
- „ქართულის რვეულები — XIX საუკუნის სურათები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2013
- „მორიდებული ზურმუხტი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2013
- „აკა მორჩილაძე სარბიელში 2“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2013
- „ქემერა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2014
- „ჩრდილი გზაზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2014
- „მწერლებსა და წიგნებზე“ — 2014
- „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“, „არტანუჯი“ და ჟურნალი „ლიბერალი“ — 2015
- „კუპიდონი კრემლის კედელთან“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2018
- „ფარშავანგი (ვითომ ისტორიული ამბავი)“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2019
- „როძინა ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2024
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 — „ქართული პენ ცენტრი“ — წლის საუკეთესო რომანი
- 2002 — „თბილისის წიგნის ფესტივალი“ — წლის საუკეთესო რომანი[7]
- 2003 — „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „შენი თავგადასავალი“[8]
- 2005 — „საბა“ საუკეთესო რომანისათვის „სანტა ესპერანსა“
- 2006 — „საბა“ საუკეთესო რომანისათვის „ვენერას სიზმარი“
- 2008 — „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „Maid in Tiflis“
- 2010 — ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის „მამლუქი“
- 2012 — „საბა“ საუკეთესო რომანისათვის „obOle“
- 2019 — „საბა“ საუკეთესო რომანისათვის „კუპიდონი კრემლის კედელთან“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #132459809 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://bookplatform.org/en/activities/888-aka-morchiladze.html
- ↑ http://book.gov.ge/uploads/tinymce/files/Catalogue_2014.pdf
- ↑ http://www.georgiatoday.ge/article_details.php?id=11312
- ↑ http://1tv.ge/news-view/53303?lang=en
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000563/
- ↑ [1]
- ↑ ლიტერატურული პრემია „საბა“ — 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-30. ციტირების თარიღი: 2016-01-31.