ვენერას სიზმარი (რომანი)

ვენერას სიზმარიქართველი ნოველისტის, პრემია „საბას“ სამგზის ლაურეატის, აკა მორჩილაძის მიერ დაწერილი რომანი. დამახასიათებელი ფრაგმენტაციით და უჩვეულო სტრუქტურით, რომანი მიეკუთვნება ისტორიული ჟანრის პოსტმოდერნულ ლიტერატურას. რომანი დაიბეჭდა 2005 წელს, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ, ხოლო 2006 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია საბა, ნომინაციაში — „წლის საუკეთესო რომანის“.

„ვენერას სიზმარი“

ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2005
მედია თხელი ყდა
გვერდი 148
ISBN 9994030590

შინაარსი და სტრუქტურა

რედაქტირება

"საღამოს პირზე გამოღვიძებულმა ბუმ შემთხვევით დაინახა ტყეში მომხდარი ფათერაკები და შემდეგ მწერალს უამბო. ყველაფერი, რაც ამ ამბავთან დაკავშირებით ავტორს გაახსენდა, შენიშვნების სახითაა ჩართული ძირითად ტექსტში, აქვეა მოცემული მეტად საჭირო განმარტებებიც. რომანი რამდენიმე გმირის ირგვლივ ერთდროულად ვითარდება, სამხედრო აჯანყების შედეგად სამოქალაქო ომის პირზე მდგარ ქვეყანაში, რომელიც საქართველოა. სხვადასხვა პროფესიისა და კლასის პერსონაჟებს აჯანყებული სამხედროები აპატიმრებენ და ტყეში აჩერებენ იმის შიშით, რომ მათ მთავრობას არ გადასცენ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მათ შორისა არიან გლეხი არსენა ოძელაშვილი, დამკვრელი ზერო გვრიტიძე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს პრეზიდენტის ახლობელი — ნუგზარ ერისთავი და სხვანი. რომანში აკა მორჩილაძე სხვადასხვა ადგილას აკეთებს რამდენიმე საინტერესო კომენტარს ქართული რეალობის შესახებ, მაგალითად ღვინისა და სადღეგრძელოს ტრადიციაზე, ქალაქისა და სოფლის ურთიერთობებზე. რომანი შედგება ორი ნაწილისა და ოთხი თავისგან, რომლებიც თავად ქვე-თავებად იყოფიან.

ჯილდოები

რედაქტირება

2006 — „საბა” საუკეთესო რომანისთვის.