მორიდებული ზურმუხტი

„მორიდებული ზურმუხტი“აკა მორჩილაძის 2013 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ, გამოცემული რომანი. ამავე წელს გამოიცა ავტორის კიდევ ორი წიგნი: ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები და აკა მორჩილაძე სარბიელში 2.

„მორიდებული ზურმუხტი“
ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2013
გვერდი 360
ISBN 978-9941-15-946-6

რომანის შესახებ

რედაქტირება

რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი — თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს — თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – „ისტორიულ რომანს ვკითხულობ“. ასევე მყარია შთაბეჭდილება – „ეს პასაჟი მეცნობა“. საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული „გამოყენებული ლიტერატურა“ დაეხმარება. „მორიდებული ზურმუხტი“ უამრავ ალუზიას შეიცავს.[1]