ჩრდილი გზაზე
„ჩრდილი გზაზე“ — ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის 2014 წელს გამოცემული წიგნი.
„ჩრდილი გზაზე“ | |
---|---|
| |
ავტორი | აკა მორჩილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | დოკუმენტური პროზა |
გამომცემელი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2014 |
მედია | რბილი |
გვერდი | 214 |
წინამორბედი | ქემერა - 2014 |
მომდევნო | მწერლებსა და წიგნებზე - 2014 |
ISBN | 978-9941-15-984-8 |
აღწერა
რედაქტირებაწიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა.[1]
სახელწოდება
რედაქტირება1956 წელს რეჟისორმა დავით რონდელმა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის და ემანუელ ფეიგინის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „ჩრდილი გზაზე“. სწორედ ამ ფილმიდან აიღო აკა მორჩილაძემ წიგნის სახელწოდება.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- ↑ [2] დაარქივებული 2016-05-02 საიტზე Wayback Machine. www.Geocinema.ge
- ↑ [3] [litera]ტურა - აკა მორჩილაძე - ჩრდილი გზაზე