შენი თავგადასავალი
„შენი თავგადასავალი“ — ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის 2003 წელს გამოცემული რომანი.
„შენი თავგადასავალი“ | |
---|---|
შენი თავგადასავალი - ყდა | |
ავტორი | აკა მორჩილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
გამომცემელი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2003 |
წინამორბედი | წიგნი - 2003 |
მომდევნო | სანტა ესპერანსა - 2004 |
ისტორია
რედაქტირებარომანი 1999 წელს გაგრძელებებით იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთ „ქომაგში“ სათაურით „გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი“. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომანის წიგნად გამოცემა გადაწყდა სულ სხვა სათაურით - „შენი თავგადასავალი“. წიგნისათვის ავტორმა ტექსტი ოდნავ გადაამუშავა. რომანს დაემატა, აგრეთვე, ხელნაწერის რამდენიმე გვერდი, რომელიც ტექნიკური მიზეზების გამო თავის დროზე ვერ მოხვდა გაზეთში. რომანი საბოლოო სახით 2003 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.[1]
ჯილდოები
რედაქტირება2003 წელს პირველად ჩატარდა ლიტრატურული პრემია „საბა“, სადაც რომანმა გაიმარჯვა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო რომანი - 2003“[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ შენი თავგადასავალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2016-05-16.
- ↑ ლიტერატურული პრემია საბა - 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-30. ციტირების თარიღი: 2016-05-16.