ფარშავანგი (რომანი)
„ფარშავანგი (ვითომ ისტორიული ამბავი)“ — აკა მორჩილაძის რომანი, გამოცემული 2019 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
„ფარშავანგი (ვითომ ისტორიული ამბავი)“ | |
---|---|
| |
ავტორი | აკა მორჩილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
გამომცემელი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2019 |
გვერდი | 150 |
წინამორბედი | „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს 2015“ |
ISBN | 9789941304187 |
წიგნში მოთხრობილია საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული ისტორია. სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში შემოაქვთ სტამბა, რომელიც შემდგომში უკვალოდ ქრება. რომანში ფიგურირებენ ისტორიული და გამოგონილი პრესონაჟები — მეფეები, დედოფლები, ეპისკოპოსები, თავადები, პოეტები და მოგზაურები, აგრეთვე ქართული ზღაპრების გმირები.