ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს

„ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ — ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის 2010, 2011 და 2014 წლებში ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული საავტორო სვეტების კრებული, რომელიც 2015 წელს გამომცმლობა „არტანუჯმა“ და ჟურნალმა „ლიბერალმა“ გამოსცა წიგნად.

ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს
Asi milioni girvanqa sterlingit shors.jpg
გარეკანი
ავტორი აკა მორჩილაძე
გარეკანის მხატვარი თეონა ჭანიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი გამომცემლობა „არტანუჟი“, ჟურნალი „ლიბერალი“
გამოცემის თარიღი 2015
გვერდი 160
წინამორბედი წერლებსა და წიგნებზე - 2014
ISBN 978-9941-445-82-8

შინაარსირედაქტირება

წიგნში შეტანილი სტატიების თემა არის ფეხბურთი და ფეხბურთელები. სტატიებში ავტორი ეხება როგორც ყოფილ, ასევე თანამედროვე ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, საფეხბურთო კლუბებს. თვითონ ავტორი წიგნზე წერს: „ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ „ლიბერალურ“ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს.“[1] წიგნს ბოლოს თან ერთვის საძიებლები: პირთა საძიებელი, გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი და კლუბების საძიებელი, რაც ამარტივებს წიგნში მკითხველმა მოძებნოს სტატია სასურველ სპორტსმენზე, მწვრთნელზე თუ კლუბზე.[2]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. აკა მორჩილაძე - „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ (გამომცემლობა „არტანუჯი“ და ჟურნალი „ლიბერალი“ - 2015 წ.) გვ. უკანა ყდა
  2. აკა მორჩილაძე - „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ (გამომცემლობა „არტანუჯი“ და ჟურნალი „ლიბერალი“ - 2015 წ.) გვ. 155