ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები

„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“აკა მორჩილაძის მეორე რომანი. „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ პირველად 1995 წელს გამოვიდა, 1999 წელს დაიდგა ახმეტელის თეატრში და წიგნმაც და სპექტაკლმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“

ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 1995
მედია თხელი ყდა
გვერდი 157
ISBN 9789941153259

შინაარსი

რედაქტირება

რომანში მოქმედება 90-იან წლებში ომ გამოვლილ თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი ზაზაა. მის ირგვლივ ვითარდება სიუჟეტი, რომელსაც მისი მეგობრები თუ ნაცნობები ყვებიან. რომანი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია, რომელსაც „ნიცაში უნდა“ და თანაც იცის რომ იქ მოხვედრა იმ დროში შეუძლებელია. ზაზას პირადი ტრაგედიით გამოხატულია ის სავალალო სულიერი მდგომარეობა და პესიმიზმი, რომელიც ქართველ ერში გამეფებულიყო. ამის მიუხედავად რომანი ძალიან მსუბუქადაა დაწერილი. სევდნარევი იუმორი და პერსონაჟების ჰუმანიზმი, ნაწარმოებს საკმაოდ ადვილად საკითხავს ხდის და მკითხველს ოპტიმიზმის შეგრძნებას უტოვებს. ამის მიუხედავად, ავტორი ზაზას არ ინდობს და სრულიად უწყინარ სიტუაციაში კლავს. რომანი პერსონაჟების მონათხრობების მიხედვით მრავალ ნაწილადაა დაყოფილი და მათი თვალითაა დანახული ორ ომ გამოვლილი და ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველო, თბილისი.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • ზაზა — მთავარი პერსონაჟი. პირველი მთხრობელი.
  • ქეთა — ზაზას შეყვარებული. მეორე მთხრობელი.
  • მამუკა — კაცი, რომელსაც ძმაკაცი მოუკლეს და სისხლის აღება სურს. მესამე მთხრობელი.
  • კაკუჩა — ზაზას მეგობარი, მეოთხე მთხრობელი.
  • პეტრუჩიო — ზაზას მეგობარი, მეხუთე მთხრობელი.
  • ნინაკა — ზაზას მეგობარი, მეექვსე მთხრობელი.
  • თაზო — ზაზას მეგობარი, მეშვიდე მთხრობელი.
  • ვატო — ზაზას მეგობარი, მერვე მთხრობელი.
  • ირაკლი — ზაზას მეგობარი, მეცხრე მთხრობელი.
  • სოსო — ზაზას მეგობარი, მეათე მთხრობელი.
  • ნიკუშა — ზაზას მეგობარი, მეთერთმეტე მთხრობელი.

ეკრანიზაცია

რედაქტირება

2010 წელს ლევან თუთბერიძემ რომანის ეკრანიზაცია შექმნა სახელწოდებით — უშენოდ მგონი მოვკვდები. ფილმში მთავარ როლს გიორგი ზანგური თამაშობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება