ერლომ ახვლედიანი
ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი (დ. 23 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 20 მარტი, 2012) — ქართველი მწერალი, სცენარისტი.
ერლომ ახვლედიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1933 ან 23 სექტემბერი, 1933[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 20 მარტი, 2012 (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარისტი და მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო რუსეთი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ, თურქულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი.[2]
გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]
გამოცემული წიგნები
რედაქტირება- ზარმაცი თაგუნას ამბავი (1971)
- ვანო და ნიკო
- კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები რუსუდან ფეტვიაშვილისა, 2007 ISBN 978-9941-9014-0-9
- ზარმაცი თაგუნას ამბავი და სხვა მოთხრობები, გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები კოტე სულაბერიძისა, 2007 ISBN 978-99940-730-9-2
- კოღო ქალაქში გამომცემლობა სიესტა, 2010, ISBN 978-9941-414-30-5
ფილმოგრაფია
რედაქტირებასცენარის ავტორია ფილმებისა
რედაქტირება- სულელი ბროწეულის ხე (1999)
- ერთაწმინდა (1994)
- ნოე (1991)
- ეი, მაესტრო! (1987)
- ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984)
- ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982)
- ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)
- ძნელი დასაწყისი (1981)
- გზა შინისაკენ (1981)
- არასერიოზული კაცი (1980)
- რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978)
- ბათა ქექია (1978)
- ამაღლება (1977)
- ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974)
- საერთო კედელი (1972)
- ფიროსმანი (1969)
- უსახელო უფლისციხელი (1968)
- აპრილი (1962)
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- დაბრუნება (1990)
- სუვენირი (1986)
- თეთრი ღამე (1984)
- ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)[4]
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- 2011 - ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „კოღო ქალაქში“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]
- ↑ როშნიაშვილი, სოფო (23 ნოემბერი, 2013). „ერლომ ახვლედიანს 80 წელი შეუსრულდებოდა“. reportiori.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2009-10-23.