არასერიოზული კაცი
არასერიოზული კაცი — რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის 1980 წლის ფილმი. მთავარ როლში — გია ფერაძე. ფილმის გმირი, ზრდილი და განათლებული შუახნის მამაკაცი, ცხოვრებას ვერ მოერგო და სმას მიჰყო ხელი; თუმცა ბოლოს ადამიანური ღირსებისა და კეთილი თვისებების წყალობით მაინც იპოვა სიყვარული და ოჯახური სითბო.[1]
„არასერიოზული კაცი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | დიმიტრი ბათიაშვილი |
სცენარის ავტორი |
ერლომ ახვლედიანი, დიმიტრი ბათიაშვილი |
როლებში | გია ფერაძე |
კომპოზიტორი | ვახტანგ კუხიანიძე |
ხმის ოპერატორი | შოველ ჩიტიძე |
ოპერატორი |
იგორ კრეპსი, თამაზ ბიჭიკაევი |
მხატვარი | მალხაზ კუხაშვილი |
სტუდია | სატელევიზიო ფილმების სტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 79 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებამთავარი პერსონაჟი, ნიკო (გია ფერაძე) შინ ბრუნდება მას შემდეგ, რაც მეზობლების დაჟინებით მას გადაიყვანენ კლინიკაში, ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ. შინ დაბრუნებული ნიკო ცდილობს, რამე საქმე წამოიწყოს. იგი ძველ მეგობრებს სამუშაოს ძებნაში მიმართავს. პარალელურად ნიკო საკუთარ მამას არწმუნებს, თითქოს მუშაობა დაიწყო. ამას თან ერთვის ფიქრები უიღბლო სიყვარულზე. მას შემდეგ, რაც ნიკო ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერი იცვლება. იგი შესთავაზებს მეზობელ ქალს ერთად ცხოვრებას, იწყებს ოჯახზე ზრუნვას და სამუშაოსაც პოულობს.
როლებში
რედაქტირება- გია ფერაძე (ნიკო)
- ავთანდილ დათუნაშვილი
ჯილდოები
რედაქტირებაფაქტები
რედაქტირება- როდესაც ნიკო ქუჩაში ლიას ხვდება და ითხოვს პატიებას აგრესიული საქციელის გამო, ხელში იღებს მის წიგნს და კითხულობს ლექსს. ეს არის ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“.[2]
- ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჟღერს სტივი უანდერის სიმღერა "Isn't She Lovely" — ალბომიდან Songs in the Key of Life
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არასერიოზული კაცი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა
- Несерьезный человек (1980) — kino-teatr.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არასერიოზული კაცი. ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
- ↑ Annabel Lee · Edgar Allan Poe. Bartleby.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021