მალხაზ კუხაშვილი
მალხაზ კუხაშვილი („კუხა“) (დ. 12 ნოემბერი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — კინოსა და ტელევიზიის მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
მალხაზ კუხაშვილი | |
---|---|
მალხაზ კუხაშვილი („კუხა“) | |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1942 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სამხატვრო აკადემია, 1962–1968 წლები |
პროფესია | მხატვარი |
მეუღლე(ები) | მანანა თევზაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებამალხაზ კუხაშვილი დაიბადა 1942 წლის 12 ნოემბერს, თბილისში.
მეუღლე — მანანა თევზაძე.
1963-1969 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, დიპლომი დაიცვა წარჩინებით.
1968-2000 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წწ. – ტელევიზიის მთავარი მხატვარი. 1972-1975 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე პედაგოგად, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.
2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე სახელოსნოში პედაგოგად.
აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში. მხატვრულად გაფორმებული აქვს ისეთი მწერლების წიგნები, როგორნიც არიან: ვაჟა-ფშაველა, გიორგი ლეონიძე, გოდერძი ჩოხელი, გივი ჭიჭინაძე, ჰენრიკ იბსენი, მატი უნტი, მასვე ეკუთვნის გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წლის" ილუსტრაციები (იხილეთ აქ და აქ). დახატული აქვს ქართული და გერმანული ზღაპრები. თანამშრომლობს ჟურნალებთან: "ჩვენი მწერლობა", "დილა". არის ჟურნალ "ნიანგის" მხატვრული რედაქტორი. მუშაობს საყმაწვილო ენციკლოპედიის "ქართული მწერლობის" სამტომეულზე.
1968 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობს გამოფენებში. არის საქართველოს მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
ნამუშევრები
რედაქტირება- "ნეპალის მოტივები", ოფორტების სერია – 1973 წ.
- "მისტიკა", "მანანას პორტრეტი" – 1992 წ.
- "დიალოგი", სერია "ნიუ" – 1995 წ.
- "აბესალომ და ეთერი" – 1997 წ.
პერსონალური გამოფენები
რედაქტირება- "მხატვრის სახლი" – 1983 წ.
- "მზიური", მოსკოვი – 1989 წ.
- ლოს ანჯელესი – 1989 წ.
- ეროვნული გალერეა – 1996 წ.
- "ორიენტი" – 2002 წ.
- TMS გალერეა – 2003 წ.
- ბაია გალერეა, მცირე ზომის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "53+2", შარდენის ქ. 10 – 2008 წ.
გაფორმებული ფილმები და სპექტაკლები
რედაქტირებამხატვრული
- "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ" _ რეჟ. ალეკო ნინუა, 1973 წ.
- "ლახტი" – რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი, 1973 წ;
- "მინდვრის ყვავილი" - რეჟ. კარლო ღლონტი, 1974 წ;
- "მოლანდება", რეჟ. გოგი ლევაშოვი, 1975 წ;
- "სიყვარული, ივერია და ..." რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1976 წ;
- "ბავშვები" – რეჟ. გივი ვეფხვაძე, 1976 წ;
- "შნო" - რეჟ. დიმა ბათიაშვილი, 1978 წ. (სპეც. პრიზი);
- "ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" - რეჟ. ზ. ინაშვილი, 1980 წ;
- "არასერიოზული კაცი", რეჟისორი დიმიტრი ბათიაშვილი, სცენარის ავტორი ერლომ ახვლედიანი, (დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით), 1980 წ;
- "ეფემერა", რეჟ. დ. სიხარულიძე, 1982 წ;
- "ძილისპირული" _ რეჟ. ნ. გარდაფხაძე, (დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით ფინეთში) 1983 წ;
- "სამი ამბავი ტელეფონით" - რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1984 წ;
- "სტუმარი" - რეჟ. თ. ბუტიკაშვილი, (დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით კანის ფესტივალზე) 1990 წ;
- "მენატურე" - რეჟ. მ. ბასინოვი, 1995 წ;
- "კაცია-ადამიანი?!" - რეჟ. ალეკო ნინუა, 1995 წ;
მუსიკალური ფილმები
- "მღერის სინათლე" - რეჟ. ლ. სიხარულიძე, 1973 წ;
- "მერი ნაკაშიძე" - რეჟ. თ. შონია, 1974 წ;
- "ანდრია ბალანჩივაძის რომანტიკული ციკლი", რეჟ. რ. ჭიაურელი, 1974 წ;
- "კამერული მუსიკის კონცერტი" - რეჟ. გ. კანდელაკი, 1975 წ;
- "გალაკტიონის სადღესასწაულო" - რეჟ. ზ. კაკაბაძე, 1975 წ;
- "სატრფიალო სიმღერები" - რეჟ. ლ. თაქთაქიშვილი, 1976 წ;
- "მღერის "სპი"-ს ტრიო" - რეჟ. გ. გაბელია, 1976 წ;
- "საკონცერტო პროგრამა" - რეჟ. ლ. სიხარულიძე, 1979 წ;
- "ისევ ნერგები" - რეჟ. ზ. კაკაბაძე, 1980 წ;
- "არტისტი" - რეჟ. ლ. ახობაძე, 1974 წ;
- "პათეტიკური ზმანებანი" - რეჟ. ნ. ნავროზაშვილი, 1997 წ;
- "ჩაკრულო" - რეჟ. ლ. ახობაძე, 1997 წ.
დოკუმენტური ფილმები
- "ოცნების პალიტრა" - რეჟ. გ. გაბელია, 1976 წ.
- "იმერეთი" - რეჟ. გ. კანდელაკი, 1976 წ;
- "ცდა" - რეჟ. გ. ლევაშოვი, 1976 წ;
- "გზა" - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, ჯ. გაბუნია, დ. გუგუნავა, (ხუთი სერია, დაჯილდოებულია რუსთაველის პრემიით), 1982 წ;
- "ნოდარ დუმბაძე" _ რეჟ. ზ. ინაშვილი, 1981 წ;
- "ჩემი მეგობარი სლოვენია" - რეჟ. დ. შალიკაშვილი, 1983 წ;
- "ანა კალანდაძე" - რეჟ. ა. ნინუა, 1995 წ;
მხატვრული ფილმები კინოსტუდია "ქართულ ფილმში"
- "ჭიდაობას რა უნდა" - რეჟ. მიშიკო ჭიაურელი, 1986 წ;
- "ლეონარდო" – რეჟისორი დავით ნაცვლიშვილი (დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით მონპელიეში, საფრანგეთი), 1991 წ;
- "მიზერერე" - რეჟ. ზაზა ხალვაში, 1992 წ;
- "დონ-ჟუანის დაბრუნება", რეჟ. გ. კაჭარავა, 1994 წ;
- "მკვლელები" _ რეჟ. დ. ხუხიაშვილი, 1998 წ;
- "დახურულ კარს მიღმა" - რეჟ. რ. სიხარულიძე, 1996 წ;
- "ყოჩაღები" - რეჟ. დ. სიხარულიძე, მარიონეტული ვიდეოფილმი 20 სერია, 2000-2002 წწ;
- "ყავა და ლუდი" - რეჟ. ზაზა ბუაძე, 40 სერია, ვიდეოფილმი. 2002-2005 წწ. (გადაღება გრძელდება);
- "ომი და ქორწილი" – რეჟ. ზაზა კოლელიშვილი, 2009 წ.
სპექტაკლები
- "წრის კვადრატურა" - რეჟ. ა. ნინუა, 1980 წ;
- "ბერნარდა ალბას სახლი" - რეჟ. რ. სიხარულიძე, 1994 წ;
- "ორნი საქანელაზე" - რეჟ. კ. აბაშიძე, 1998 წ;
- "ღამის სტუმარი" - რეჟ. რ. სიხარულიძე, 2002 წ;
- "შიში" - რეჟ. გია კიტია, 2004 წ;
ამავე დროს მუშაობს სარეკლამო კლიპებზე TBS TV სტუდიასთან.
შეფასებები
რედაქტირება"არაფერი უხდებოდა ჩვენს ნაცრისფერ ქალაქს იმ დღეს, როგორც მხატვარ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა გალერეა "ორიენტში"... კუხაშვილის (კუხას) შემოქმდებისთვის დამახასიათებელია სიღრმისეული განცდა, მშვიდი ტონები, ხაზთა სინატიფე, ჰარმონიულობა" – თამარ მარუაშვილი, 2002 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მალხაზ კუხაშვილის ვებ-გვერდი
- ფილმოგრაფია დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine.