გივი ჭიჭინაძე

ქართველი პოეტი და მსახიობი

გივი ჭიჭინაძე (დ. 12 აგვისტო, 1934, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 13 ნოემბერი, 1999, თბილისი) — XX საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი და მსახიობი.

გივი ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი 12 აგვისტო, 1934(1934-08-12)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1999(1999-11-13) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პერიოდი XX საუკუნე

ადრეული წლები

რედაქტირება

სოფელ ქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული.

მომდევნო წლები

რედაქტირება

არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პოემებისა და ლექსების კრებული: „წია-წია პაწია“, „წყაროსთვალი“, „დათუნია-დრუნჩა“, „ია, მზე და იამზე“, „თაგვმა კატა დაიჭირა“, „ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს“, „ყველაზე, ლამაზი“, „რა ახარებთ პინგვინებს“, „ოქროყანა-მზისყანა“.

გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: „გამოღვიძება“ და „ნოემბრის ქარი“.

მისი პიესები „უცნაური ბიჭი“, „საბედისწერო ოპერაცია“, „უკანასკნელად კივის მატარებელი“, „იისფერა“, „არა შეჯდა მწყერი ხესა“, „ჯადოსნური ბურთი“ წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო - ვლადიმერ მაიაკოვსკის „აბანო“, ბობჩინსკი - ნიკოლოზ გოგოლის, „რევიზორი“ ჯეკობს უმცროსი, ილფისა და პეტროვის „მშვიდობის კუნძული“.

რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა - გაგა ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, ივლიანე - გ. ხუხაშვილის „ზღვის შვილები“, ნიკოლ - ჟან მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ვანგი - ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, გენერალი ბერდოსანი - შალვა დადიანის „გუშინდელნი“, რწმუნებული - პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“, ქიმიის მასწავლებელი - ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ლეონტი - ალექსანდრე ჩხაიძის „სამიდან ექვსამდე“, გაგა ნახუცრიშვილის „სალამურა“ - კინა-ლოკო. გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

სოხუმის თეატრი

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://geocinema.ge//ka/persons/4780