ილფი და პეტროვი, (ილფის ნამდვილი გვარი და სახელი — ილია არნოლდის ძე ფაინზილბერგი; რუს. Илья Арнольдович Файнзильберг; დ. 15 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1897, ოდესა — გ. 13 აპრილი, 1937,მოსკოვი; პეტროვისევგენი პეტრეს ძე კატაევი; რუს. Евгений Петрович Катаев; დ. 13 დეკემბერი [ ძვ. სტ. 30 ნოემბერი], 1903, ოდესა — გ. 2 ივლისი, 1942) — რუსი საბჭოთა სატირიკოსი მწერლები. მუშაობდნენ ერთად. 1923 წლიდან ცხოვრობდნენ მოსკოვში.

ილფი და პეტროვი
დაბადების ადგილი ოდესა
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა რომანისტი, მწერალი და ნოველისტი
Magnum opus ოქროს ხბო, ერთსართულიანი ამერიკა და თორმეტი სკამი

ილფი და პეტროვის შემოქმედებითი თანამშრომლობა დაიწყო 1926 წლიდან. ერთად შექმნილ მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანები „თორმეტი სკამი“ (1928, Двенадцать стульев) და „ოქროს კერპი“ (1931, Золотой теленок), რომლებშიც გადმოცემულია ოსტაპ ბენდერის თავგადასავალი. ეს რომანები წარმოადგენს ფართო სატირულ ტილოს, რომელზეც ოსტატურად და გონებამახვილურადაა ასახული ობივატელ-მეშჩანების, მომხვეჭლების, მლიქვნელების დამყაყებული სამყარო. ცხოვრების მახინჯი მოვლენების სატირულ ასახვას მიეძღვნა მოთხრობა „ნათელი პიროვნება“ (1928). აშშ-ში მოგზაურობის შედეგად ილფმა და პეტროვმა დაწერეს წიგნი „ერთსართულიანი ამერიკა“ (1936, Одноэтажная Америка).

ილფის სიკვდილის შემდეგ პეტროვმა შექმნა სცენარები კინოფილმებისათვის („მუსიკალური ისტორია“, „ანტონ ივანეს ძე ჯავრობს“ და სხვა), „ფრონტული დღიური“ (1942), პიესა „მშვიდობის კუნძული“ (გამოქვეყნდა 1947). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება